უროლოგიის ცენტრში 7 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპალატა
პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
უროლოგიის ეროვნულ ცენტრში მომხდარ ფაქტზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ წინასწარი მოკვლევა დაიწყო.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. თბილისში მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ტრაგიკული ინციდენტი 3 ივლისს მოხდა. გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის ინფორმაციით, ბავშვს უროლოგიური ოპერაცია უნდა ჩატარებოდა და საოპერაციოდ ამზადებდნენ. დედის განცხადებით, 7 წლის ბიჭს ანესთეზიის ზედმეტი დოზა გაუკეთეს. დემურიების ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებს.
კლინიკის დირექტორის განცხადებით, ბავშვს განუვითარდა სუნთქვისა და გულის რიტმის დარღვევა და დაფიქსირდა გულის გაჩერება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასწარი მოკვლევის პროცედურები. გამოკითხული არიან და ამჟამადაც მიმდინარეობს იმ ექიმების გამოკითხვა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პაციენტის მკურნალობის პროცესში. უკვე გამოიკითხა ანესთეზიოლოგი“, – განაცხადა კლინიკის იურისტმა თეიმურაზ ბარამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პარალელურად საქმის შესწავლა დაიწყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0