https://sputnik-georgia.com/20220803/saqartvelo-dairala-setevebit-papuasvili-danilovis-gancxadebaze-269174222.html
საზოგადოება დაიღალა ასეთი შეტევებით - პაპუაშვილი დანილოვის განცხადებაზე
საზოგადოება დაიღალა ასეთი შეტევებით - პაპუაშვილი დანილოვის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი წარმოებს და ვრცელდება დეზინფორმაცია. 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T21:13+0400
2022-08-03T21:13+0400
2022-08-03T22:17+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
უკრაინა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264645933_398:297:962:614_1920x0_80_0_0_2db5328417d7d80651516de1f4bc1569.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ქართული საზოგადოება დაიღალა ასეთი შეტევებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადების კომენტარისას, რომელმაც თქვა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიები უნდა დაიცვას.დანილოვის თქმით, თუ საქართველო მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მისი ტერიტორიაა, უნდა დაეცვა თავისი ქვეყანა. საქართველომ და მოლდოვამ მაგალითი უკრაინისგან უნდა აიღონ, განაცხადა დანილოვმა ტელეარხ „24“-ის ეთერში.მისი თქმით, საქართველოსა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდიარეობს და დეზინფორმაცია ვრცელდება.პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არცერთი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არ დადასტურებულა – არც რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყებაზე, არც რუსეთისთვის დახმარებაზე სანქციების გვერდის ავლაში, არც ის, თითქოს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე გადმოკვეთა, ან ქვეყანაში სანქცირებული რუსული ნავთობი შემოდის.პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამგვარი დეზინფორმაციის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა.„ნამეტანი მოსდის“ - დავით სერგეენკო არახამიას განცხადებას გამოეხმაურა>>„ერთადერთი მიზეზი არის საქართველოს რეპუტაციის შელახვა, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა, რამენაიარად ხელისუფლების შერყევა, რათა შეიცვალოს ხელისუფლება იმისთვის, რომ სწორედაც სამხედრო კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდეს ქვეყანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264645933_102:132:863:703_1920x0_80_0_0_9c175a63bb63d8b3e78f572c2825f5eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, უკრაინა , პოლიტიკა
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, უკრაინა , პოლიტიკა
საზოგადოება დაიღალა ასეთი შეტევებით - პაპუაშვილი დანილოვის განცხადებაზე
21:13 03.08.2022 (განახლებულია: 22:17 03.08.2022) პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი წარმოებს და ვრცელდება დეზინფორმაცია.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ქართული საზოგადოება დაიღალა ასეთი შეტევებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადების კომენტარისას, რომელმაც თქვა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიები უნდა დაიცვას.
დანილოვის თქმით, თუ საქართველო მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მისი ტერიტორიაა, უნდა დაეცვა თავისი ქვეყანა. საქართველომ და მოლდოვამ მაგალითი უკრაინისგან უნდა აიღონ,
განაცხადა დანილოვმა ტელეარხ „24“-ის ეთერში.
„მგონი საზოგადოება უკვე დაიღალა ასეთი სახის შეტევებით საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და რაღაც ასეთი სახის მოწოდებებით. სერიოზულად კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდიარეობს და დეზინფორმაცია ვრცელდება.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არცერთი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არ დადასტურებულა – არც რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყებაზე, არც რუსეთისთვის დახმარებაზე სანქციების გვერდის ავლაში, არც ის, თითქოს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე გადმოკვეთა, ან ქვეყანაში სანქცირებული რუსული ნავთობი შემოდის.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამგვარი დეზინფორმაციის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა.
„ერთადერთი მიზეზი არის საქართველოს რეპუტაციის შელახვა, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა, რამენაიარად ხელისუფლების შერყევა, რათა შეიცვალოს ხელისუფლება იმისთვის, რომ სწორედაც სამხედრო კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდეს ქვეყანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.