ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / DANIEL SORABJIლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 2,48%-ით გაიზარდა და 85,73 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,19%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 1,08%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 5,51% მოგებით 100,5 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 93,64 პუნქტის ფასით, 10,53% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,78%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 1,07%-ით გაიზარდა 84,53 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 0,07%-ს.
უცხოელმა ექსპერტებმა მოიწონეს საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების გამოშვების პროექტი>>>
აქციებით ვაჭრობა
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 4,73%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,06 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 440 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,08–15,14 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 0,32%-ით და ერთ აქციაზე 6,32 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 92 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,07–6,35 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 10,58%-ით გაიზარდა 13,8 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 115 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 12,4–13,84 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0