ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / DANIEL LEAL-OLIVASლონდონის ბირჟა
ლონდონის ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 1,65%-ით გაიზარდა და 82,5 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,94%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,08%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 6,63% მოგებით 99,43 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 93,68 პუნქტის ფასით, 10,46% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,78%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში არ შეცვლილა და შეადგინა 83,63 პუნქტი, მოგება შეადგენს 7,49%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში არ შეცვლილა და ერთ აქციაზე 14,38 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 336 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,9–14,48 ფუნტის დიაპაზონში.
უცხოელმა ექსპერტებმა მოიწონეს საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების გამოშვების პროექტი>>
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 3,45%-ით და ერთ აქციაზე 6,3 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 104 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,96–6,3 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 5,58%-ით გაიზარდა 12,48 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 256 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,32–12,48 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0