მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინის და ერდოღანის შეხვედრა სოჭში გაიმართება

© photo: Sputnik / Mikhail Klimentyev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი
ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ბოლოს ერთმანეთს 19 ივლისს თეირანში სირიის საკითხთან დაკავშირებით გამართული სამმხრივი სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების – ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შეხვედრა სოჭში 5 აგვისტოს გაიმართება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

„პარასკევს შედგება თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის სამუშაო ვიზიტი, სოჭში გაიმართება ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა... საუბრის თემა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იქნება“, – ციტირებს РИА Новости პესკოვს.

პრეს-მდივნის თქმით, პრეზიდენტები განიხილავენ სირიასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას, მათ შორის, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის მექანიზმის მუშაობას. შეხვედრაზე მხარეები ასევე იმსჯელებენ მსოფლიო პოლიტიკის სხვა საკითხებზეც, დასძინა პესკოვმა.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ბოლოს ერთმანეთს 19 ივლისს თეირანში სირიის საკითხთან დაკავშირებით გამართული სამმხრივი სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
სტამბულში 22 ივლისს უკრაინის, თურქეთის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის გახსნის შესახებ. თუმცა, „უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირების ინიციატივის“ შეთანხმებას უკრაინულმა მხარემ მხოლოდ თურქეთთან და გაეროსთან მოაწერა ხელი.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, პორტები „ოდესა“, „ჩერნომორსკი“ და „იუჟნი“ მთლიანად იყო და რჩება უკრაინის კონტროლქვეშ. ამ პორტებში სხვა გემების ყოფნა, გარდა იმ ხომალდებისა, რომლებმაც მარცვლეულის, საკვებისა და სასუქების ექსპორტი უნდა უზრუნველყონ, გათვალისწინებული არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0