https://sputnik-georgia.com/20220803/papuasvili-trendi-rom-titqos-saqartvelo-rusetzea-damokidebuli-kampaniis-nawilia-269174449.html
პაპუაშვილი: ტრენდი, თითქოს საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული, კამპანიის ნაწილია
პაპუაშვილი: ტრენდი, თითქოს საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული, კამპანიის ნაწილია
Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების, რუსი ტურისტების, ფულადი გადარიცხვების, რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის მონაცემები... 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T21:34+0400
2022-08-03T21:34+0400
2022-08-03T22:23+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268688927_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_e892c8f92d6acf2d9557239f93c91f8d.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანტისამთავრობო კამპანიის ნაწილი უწოდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის შესახებ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.ასეთ დასკვნამდე კვლევის ავტორები მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეადარეს 2022 წლის იანვარი–ივნისის მონაცემები გასული წლების მონაცემებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების, რუსი ტურისტების, ფულადი გადარიცხვების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, რუსული კომპანიების საქართველოში დარეგისტრირების შესახებ.კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველომ ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის რუსეთში ექსპორტით დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარის მოგება ნახა, რაც 2,5-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. გარდა ამისა, ეს 35%-ით მეტია 2019 წლის, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.„ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება“, – ნათქვამია კვლევაში და აღნიშნულია, რომ ეს საქართველოსთვის საშიშია.ეს პროცესი ძირითადად ფულადი გზავნილების ზრდას უკავშირდება. წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვები 6,5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი შეადგინა.შემოსავლების სამსახური უარყოფს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლას>>ამასთან, ექსპორტი შემცირდა 2,8%-ით და 256 მლნ დოლარი შეადგინა. უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, მარტი–ივნისში ექსპორტი 16%-ით შემცირდა.საქართველოში ხორბლისა და ფქვილის შემოტანაში წლის პირველ ექვს თვეში რუსეთის წილი 95%-ია.კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ რუსი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის ტემპი არსებითად დაჩქარდა – 2022 წლის იანვარი–ივნისში ქვეყანას 247 ათასი რუსი ეწვია, თუმცა ეს სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს.თბილისის მერი მიესალმება ტურისტების შემოდინებას, მათ შორის რუსეთიდან>>საქართველოში მარტიდან ივნისის ჩათვლით დაახლოებით 6,4 ათასი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მონაცემზე შვიდჯერ მეტია. ამ კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის წარმოებისთვის.საქართველოში სულ დარეგისტრირებულია დაახლოებით 13,5 ათასი რუსული კომპანია, ნათქვამია კვლევაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268688927_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_70b9bdd8889f84534f5e927990b98377.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართულ–რუსული ურთიერთობები
პაპუაშვილი: ტრენდი, თითქოს საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული, კამპანიის ნაწილია
21:34 03.08.2022 (განახლებულია: 22:23 03.08.2022) არასამთავრობო ორგანიზაციამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების, რუსი ტურისტების, ფულადი გადარიცხვების, რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის მონაცემები შეისწავლა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანტისამთავრობო კამპანიის ნაწილი უწოდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის შესახებ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.
ასეთ დასკვნამდე კვლევის ავტორები მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეადარეს 2022 წლის იანვარი–ივნისის მონაცემები გასული წლების მონაცემებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების, რუსი ტურისტების, ფულადი გადარიცხვების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, რუსული კომპანიების საქართველოში დარეგისტრირების შესახებ.
„არის, ასე ვთქვათ, გარკვეული ტრენდი – „საქართველო რუსეთზე დამოკიდებულია“, „საქართველო დასავლეთს სცილდება“... შემოსვლის კუთხით არაფერი შეცვლილა არც რაოდენობაში, არც ვიზასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველომ ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის რუსეთში ექსპორტით დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარის მოგება ნახა, რაც 2,5-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. გარდა ამისა, ეს 35%-ით მეტია 2019 წლის, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.
„ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება“, – ნათქვამია კვლევაში და აღნიშნულია, რომ ეს საქართველოსთვის საშიშია.
ეს პროცესი ძირითადად ფულადი გზავნილების ზრდას უკავშირდება. წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვები 6,5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი შეადგინა.
ამასთან, ექსპორტი შემცირდა 2,8%-ით და 256 მლნ დოლარი შეადგინა. უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, მარტი–ივნისში ექსპორტი 16%-ით შემცირდა.
საქართველოში ხორბლისა და ფქვილის შემოტანაში წლის პირველ ექვს თვეში რუსეთის წილი 95%-ია.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ რუსი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის ტემპი არსებითად დაჩქარდა – 2022 წლის იანვარი–ივნისში ქვეყანას 247 ათასი რუსი ეწვია, თუმცა ეს სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს.
საქართველოში მარტიდან ივნისის ჩათვლით დაახლოებით 6,4 ათასი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მონაცემზე შვიდჯერ მეტია. ამ კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის წარმოებისთვის.
საქართველოში სულ დარეგისტრირებულია დაახლოებით 13,5 ათასი რუსული კომპანია, ნათქვამია
კვლევაში.