https://sputnik-georgia.com/20220803/opoziciam-danilovis-gancxadeba-gaakritika-269176723.html
„სისულელე, არასერიოზული, უადგილო“ – ოპოზიციამ დანილოვის განცხადება გააკრიტიკა
„სისულელე, არასერიოზული, უადგილო“ – ოპოზიციამ დანილოვის განცხადება გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა დანილოვის განცხადებას საქართველოს ომისკენ მოწოდების შესახებ უადგილოდ მიიჩნევს 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T22:53+0400
2022-08-03T22:53+0400
2022-08-03T22:53+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
უკრაინა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390315_0:0:3341:1879_1920x0_80_0_0_aa7abfe8beacd2f447faacc0a2408507.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციამ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის მორიგი განცხადება საქართველოს შესახებ მკაცრად გააკრიტიკა.დანილოვის თქმით, თუ საქართველო მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მისი ტერიტორიაა, უნდა დაეცვა თავისი ქვეყანა. საქართველომ და მოლდოვამ მაგალითი უკრაინისგან უნდა აიღონ, განაცხადა დანილოვმა ტელეარხ „24“–ის ეთერში.მისი თქმით, ის პირადად მოსთხოვს პასუხს დანილოვს ასეთი „სიდებილეებისთვის“.„პირდაპირ ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რა თქვა დანილოვმა. თუ შეხვედრის შესაძლებლობა მექნება უკრაინაში რომ ჩავალ, ვაპირებ, მას პერსონალურად მოვთხოვო პასუხი, ამ სიდებილეებს რატომ ლაპარაკობს“, – განაცხადა ვაშაძემ.პარტია „ლელოს“ წევრი, პარლამენტის ექს–თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ დანილოვის განცხადების სერიოზულად შეფასება არ შეიძლება.დეპუტატის თქმით, მას არ ახსენდება, რომ საქართველოს 2008 წელს რომელიმე ქვეყნისთვის ომის დაწყების თხოვნით მიემართა.ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ დანილოვის განცხადებას უადგილოდ მიიჩნევენ.„საქართველოს ეროვნული ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება და მსგავსი ტიპის განცხადებები არც კი უნდა იყოს განხილვის საგანი, ვინაიდან ეს მხოლოდ მათი პოლიტიკური შეფასებებია“, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა და აღნიშნა, რომ საუბრები ომზე საერთოდ არარელევანტურად მიაჩნია.მმართველ პარტიაში დანილოვს თავიანთი „ოპონენტების რუპორი“ უწოდეს, რომლებიც საომარ რიტორიკას უჭერენ მხარს.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
https://sputnik-georgia.com/20220803/saqartvelo-dairala-setevebit-papuasvili-danilovis-gancxadebaze-269174222.html
უკრაინა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390315_256:0:2775:1889_1920x0_80_0_0_0f72a30ceddb45d1bf94ef20bee2dec5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, უკრაინა , საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, უკრაინა , საქართველო
„სისულელე, არასერიოზული, უადგილო“ – ოპოზიციამ დანილოვის განცხადება გააკრიტიკა
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა დანილოვის განცხადებას საქართველოს ომისკენ მოწოდების შესახებ უადგილოდ მიიჩნევს
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციამ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის მორიგი განცხადება საქართველოს შესახებ მკაცრად გააკრიტიკა.
დანილოვის თქმით, თუ საქართველო მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მისი ტერიტორიაა, უნდა დაეცვა თავისი ქვეყანა. საქართველომ და მოლდოვამ მაგალითი უკრაინისგან უნდა აიღონ, განაცხადა დანილოვმა ტელეარხ „24“–ის ეთერში.
„უკრაინელი, ვინც ჩართულია საომარ მოქმედებებში, შეიძლება, ბევრ რამეს ამბობდეს. შეიძლება, ბევრი სურვილი ჰქონდეს. რაში სჭირდება ეს ყველაფერი, ამაზე საჯაროდ რომ საუბრობს, ნამდვილად არ ვიცი. უკრაინაში ჩასვლას ვაპირებ და თუ შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად შევხვდები“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ის პირადად მოსთხოვს პასუხს დანილოვს ასეთი „სიდებილეებისთვის“.
„პირდაპირ ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რა თქვა დანილოვმა. თუ შეხვედრის შესაძლებლობა მექნება უკრაინაში რომ ჩავალ, ვაპირებ, მას პერსონალურად მოვთხოვო პასუხი, ამ სიდებილეებს რატომ ლაპარაკობს“, – განაცხადა ვაშაძემ.
პარტია „ლელოს“ წევრი, პარლამენტის ექს–თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ დანილოვის განცხადების სერიოზულად შეფასება არ შეიძლება.
„მსოფლიოში 8 მილიარდი ადამიანია, აქედან რამდენიმე ათეული მილიონი საქართველოთია დაინტერესებული და ყოველი მათგანის პოზიცია არ შეიძლება ჩვენთვის იყოს სერიოზული და სერიოზულად განსახილველი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მას არ ახსენდება, რომ საქართველოს 2008 წელს რომელიმე ქვეყნისთვის ომის დაწყების თხოვნით მიემართა.
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ დანილოვის განცხადებას უადგილოდ მიიჩნევენ.
„საქართველოს ეროვნული ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება და მსგავსი ტიპის განცხადებები არც კი უნდა იყოს განხილვის საგანი, ვინაიდან ეს მხოლოდ მათი პოლიტიკური შეფასებებია“, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა და აღნიშნა, რომ საუბრები ომზე საერთოდ არარელევანტურად მიაჩნია.
მმართველ პარტიაში დანილოვს თავიანთი „ოპონენტების რუპორი“ უწოდეს, რომლებიც საომარ რიტორიკას უჭერენ მხარს.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.