https://sputnik-georgia.com/20220803/mskavrdebulebma-speqtakli-warmoadgines-269170984.html
„ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ": მსჯავრდებულებმა თეატრში სპექტაკლი წარადგინეს
„ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ": მსჯავრდებულებმა თეატრში სპექტაკლი წარადგინეს
Sputnik საქართველო
სპექტაკლის დაწყებამდე მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T19:39+0400
2022-08-03T19:39+0400
2022-08-03T21:57+0400
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24462/47/244624798_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_91b78105b71e877d80cfe627882183fd.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა სპექტაკლი „ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.„ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ" ერთმოქმედებიანი დადგმაა და მასში 19 მსჯავრდებული მონაწილეობს. სცენარი, რეჟისურა, რეკვიზიტები, მხატვრული გაფორმება და აფიშაც თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. სპექტაკლი №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დაიდგა.სპექტაკლს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.„მარჯანიშვილის თეატრში საზოგადოებამ სრული ანშლაგის ფონზე იხილა მსჯავრდებული ქალბატონების მიერ შესრულებული ემოციური სპექტაკლი სახელწოდებით „ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“. მსგავსი ტიპის პროექტები წარმოადგენს დღევანდელი პენიტენციური სისტემის ნამდვილ სახეს, რომელიც თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ადამიანის ღირსებაზე“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.„თეატრი აქაც არის“ - ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა სპექტაკლი დადგეს>>„ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“ უკვე დაიდგა სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველ სპექტაკლში მონაწილე რამდენიმე მსჯავრდებულმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება და მათ სხვა მსჯავრდებულები ჩაენაცვლნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24462/47/244624798_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_3321cd3d1672b680014b903ad3be5d66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, კულტურა საქართველოში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, კულტურა საქართველოში
„ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ": მსჯავრდებულებმა თეატრში სპექტაკლი წარადგინეს
19:39 03.08.2022 (განახლებულია: 21:57 03.08.2022) სპექტაკლის დაწყებამდე მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა სპექტაკლი „ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ" ერთმოქმედებიანი დადგმაა და მასში 19 მსჯავრდებული მონაწილეობს. სცენარი, რეჟისურა, რეკვიზიტები, მხატვრული გაფორმება და აფიშაც თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. სპექტაკლი №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დაიდგა.
„სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს აზრი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, შეცდომის დაშვების შემდეგ უნდა შეეძლოს ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სპექტაკლს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მარჯანიშვილის თეატრში საზოგადოებამ სრული ანშლაგის ფონზე იხილა მსჯავრდებული ქალბატონების მიერ შესრულებული ემოციური სპექტაკლი სახელწოდებით „ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“. მსგავსი ტიპის პროექტები წარმოადგენს დღევანდელი პენიტენციური სისტემის ნამდვილ სახეს, რომელიც თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ადამიანის ღირსებაზე“, –
აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
„ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“ უკვე დაიდგა სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველ სპექტაკლში მონაწილე რამდენიმე მსჯავრდებულმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება და მათ სხვა მსჯავრდებულები ჩაენაცვლნენ.