https://sputnik-georgia.com/20220120/teatri-aqac-aris-msjavrdebulebma-speqtakli-dadges-263764159.html
„თეატრი აქაც არის“ - ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა სპექტაკლი დადგეს
„თეატრი აქაც არის“ - ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა სპექტაკლი დადგეს
Sputnik საქართველო
იუსტიციის სამინისტროს გრანტის ფარგლებში, გამარჯვებული რეჟისორი მომავალი 6 თვის განმავლობაში მსჯავრდებულების მონაწილეობით რამდენიმე სპექტაკლის დადგმას გეგმავს. 20.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-20T17:11+0400
2022-01-20T17:11+0400
2022-01-20T17:11+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23690/28/236902895_0:185:3696:2264_1920x0_80_0_0_0ec67a5e74dab8fe5bb1af0eb14991d2.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების, მათ შორის უცხოელი პატიმრების მონაწილეობით სპექტაკლი „თეატრი აქაც არის“ გაიმართა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.სპექტაკლი რეჟისორმა ნელი ბადალაშვილმა დადგა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურის გამარჯვებულია. სპექტაკლში მონაწილე 23 მსჯავრდებულს რეპეტიციების პროცესში შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ სასცენო ხელოვნება და მეტყველება.„ამ სივრცეში, ამ ნიჭიერ ქალბატონებთან მოხვედრა დიდი გამოცდილება და ბედნიერებაა. წინ კიდევ ექვსი თვე და ბევრი გეგმა გვაქვს“, - განაცხადა ბადალაშვილმა. რეჟისორმა მსჯავრდებულებთან რამდენიმე კვირა იმუშავა და პირველი თეატრალური წარმოდგენა სტუმრებს შესთავაზა. მნიშვნელოვანია, რომ სასცენო დეკორაციები და რეკვიზიტებიც თავად მსჯავრდებულებმა დაწესებულებაში შექმნეს.ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა, მსახიობები და სასულიერო პირები დაესწრნენ.2021 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ქართულ ციხეებში 9.367 ადამიანია მოთავსებული, მათგან 314 ქალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23690/28/236902895_216:0:3480:2448_1920x0_80_0_0_1e4a251ef7994bff6e6c47310befad47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
„თეატრი აქაც არის“ - ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა სპექტაკლი დადგეს
იუსტიციის სამინისტროს გრანტის ფარგლებში, გამარჯვებული რეჟისორი მომავალი 6 თვის განმავლობაში მსჯავრდებულების მონაწილეობით რამდენიმე სპექტაკლის დადგმას გეგმავს.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების, მათ შორის უცხოელი პატიმრების მონაწილეობით სპექტაკლი „თეატრი აქაც არის“ გაიმართა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
სპექტაკლი რეჟისორმა ნელი ბადალაშვილმა დადგა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურის გამარჯვებულია. სპექტაკლში მონაწილე 23 მსჯავრდებულს რეპეტიციების პროცესში შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ სასცენო ხელოვნება და მეტყველება.
„ამ სივრცეში, ამ ნიჭიერ ქალბატონებთან მოხვედრა დიდი გამოცდილება და ბედნიერებაა. წინ კიდევ ექვსი თვე და ბევრი გეგმა გვაქვს“, - განაცხადა ბადალაშვილმა.
რეჟისორმა მსჯავრდებულებთან რამდენიმე კვირა იმუშავა და პირველი თეატრალური წარმოდგენა სტუმრებს შესთავაზა. მნიშვნელოვანია, რომ სასცენო დეკორაციები და რეკვიზიტებიც თავად მსჯავრდებულებმა დაწესებულებაში შექმნეს.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა, მსახიობები და სასულიერო პირები დაესწრნენ.
2021 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ქართულ ციხეებში 9.367 ადამიანია მოთავსებული, მათგან 314 ქალია.