ბორჯომში ყირიმ-კონგოს ინფექციით 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

© AP Photo / Alexander Zemlianichenkoკლინიკის პალატა
კლინიკის პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
მძიმე ინფექციური დაავადება ადამიანზე ცხოველიდან გადადის.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში 45 წლის მამაკაცი ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მანანა რატიანის განცხადებით, მამაკაცმა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე დიაგნოსტირება „გორმედში" გაიარა.
მას შემდეგ, რაც კაცს ვირუსი დაუდასტურდა, იგი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ნათქვამია ინფორმაციაში.
ბოლო 7 თვეში საქართველოში ყირიმ-კონგოს 40-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია. ყირიმ-კონგოს დიაგნოზი ძირითადად PCR ტექნოლოგიით დგინდება პირველი 6-7 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ მკურნალობა აუცილებელია სტაციონარში.
ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ფრთხილად იყვნენ ადრეული გაზაფხულიდან შემოდგომამდე (ტკიპა აქტიურდება თბილ და ცხელ სეზონზე), დაიცვან ინსტრუქციები, დაამუშაონ ცხოველები სპეციალური პრეპარატებით, მოაცილონ ტკიპები ცხოველებს ხელთათმანებით და პინცეტით, ატარონ დახურული ტანსაცმელი მინდორში მუშაობისას. ხოლო დაავადების პირველივე სიმპტომების დროს მიმართონ ექიმს.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა: ბოლო 7 თვეში 42 შემთხვევა დადასტურდა
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) - განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
დაავადება 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. ყირიმ-კონგოს ცხელება ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, მას Bunyaviridae-ს ოჯახის ვირუსი Nairovirus იწვევს, რომელსაც ტკიპები ავრცელებენ.
საქართველოში ყირიმ-კონგოს ძირითადი გავრცელების რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტი.
ყველა ახალი ამბავი
0