https://sputnik-georgia.com/20220802/saqartvelosi-yirim-kongos-42-semtxveva-dadasturda-269117148.html
საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა: ბოლო 7 თვეში 42 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა: ბოლო 7 თვეში 42 შემთხვევა დადასტურდა
Sputnik საქართველო
მძიმე ინფექციური დაავადება ადამიანზე ცხოველიდან გადადის. 02.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-02T13:09+0400
2022-08-02T13:09+0400
2022-08-02T17:13+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250172840_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_742bd719faf52afb531f836168a7950b.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ბოლო 7 თვეში საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) - განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლის ჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.გამყრელიძის ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ყირიმ-კონგოს დიაგნოზი ძირითადად PCR ტექნოლოგიით დგინდება პირველი 6-7 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ მკურნალობა აუცილებელია სტაციონარში.„ამ დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ვაქცინა ან ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ არსებობს. ძირითადად გამოიყენება ისეთი ანტივირუსული პრეპარატი, როგორიც არის „რიბავერინი". ძირითადი აქცენტი მაინც პრევენციაზეა", – აღნიშნა გამყრელიძემ.რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იმ ენდემურ ზონებში, სადაც ყირიმ-კონგოა გავრცელებული, აქტიური საგანმანათლებლო სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას, ასევე ხდება ცხოველების დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით.საქართველოში ყირიმ-კონგოს ძირითადი გავრცელების რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტი.ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. დაავადების გადამტანები არიან ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.ქართველ ფერმერებს ყირიმ-კონგოს ცხელების გავრცელებასთან ბრძოლას ასწავლიან>>სიმპტომები ჩნდება უეცრად - ცხელება, მიალგია (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი და რიგიდულობა, ზურგის ან წელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ანთება და ფოტოფობია (მგრძნობელობა სინათლის მიმართ). შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლისა და ყელის არეში, რასაც მოჰყვება განწყობის უეცარი ცვალებადობა და ცნობიერების დაბნეულობა.ორი-ოთხი დღის შემდეგ აღგზნებადობა შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიით და დაღლილობით, ხოლო მუცლის ტკივილი შეიძლება ლოკალიზდეს მარჯვენა ზედა ნაწილში.სხვა კლინიკური ნიშნებია ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა), ლიმფური კვანძების შეშუპება და გამონაყარი.ჩვეულებრივ შეინიშნება ჰეპატიტის ნიშნები, ავადმყოფობის მეხუთე დღის შემდეგ მძიმედ დაავადებულ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ თირკმლების ფუნქციის სწრაფი გაუარესება და ღვიძლის ან ფილტვის უეცარი უკმარისობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250172840_133:0:2266:1600_1920x0_80_0_0_7a6f1b4b53d4d5c2522b268e1b79d178.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა: ბოლო 7 თვეში 42 შემთხვევა დადასტურდა
13:09 02.08.2022 (განახლებულია: 17:13 02.08.2022) მძიმე ინფექციური დაავადება ადამიანზე ცხოველიდან გადადის.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ბოლო 7 თვეში საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) - განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლის ჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
გამყრელიძის ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია.
„ჩვენ ყოველწლიურად გვქონდა 1-10-15 შემთხვევა, წელს კი ყველაზე მეტი - 42 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. 2009 წლიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ყირიმ-კონგოს 164 შემთხვევა და 21 გარდაცვალება", – აღნიშნა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ყირიმ-კონგოს დიაგნოზი ძირითადად PCR ტექნოლოგიით დგინდება პირველი 6-7 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ მკურნალობა აუცილებელია სტაციონარში.
„ამ დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ვაქცინა ან ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ არსებობს. ძირითადად გამოიყენება ისეთი ანტივირუსული პრეპარატი, როგორიც არის „რიბავერინი". ძირითადი აქცენტი მაინც პრევენციაზეა", – აღნიშნა გამყრელიძემ.
რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იმ ენდემურ ზონებში, სადაც ყირიმ-კონგოა გავრცელებული, აქტიური საგანმანათლებლო სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას, ასევე ხდება ცხოველების დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით.
საქართველოში ყირიმ-კონგოს ძირითადი გავრცელების რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტი.
ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. დაავადების გადამტანები არიან ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.
სიმპტომები ჩნდება უეცრად - ცხელება, მიალგია (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი და რიგიდულობა, ზურგის ან წელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ანთება და ფოტოფობია (მგრძნობელობა სინათლის მიმართ). შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლისა და ყელის არეში, რასაც მოჰყვება განწყობის უეცარი ცვალებადობა და ცნობიერების დაბნეულობა.
ორი-ოთხი დღის შემდეგ აღგზნებადობა შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიით და დაღლილობით, ხოლო მუცლის ტკივილი შეიძლება ლოკალიზდეს მარჯვენა ზედა ნაწილში.
სხვა კლინიკური ნიშნებია ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა), ლიმფური კვანძების შეშუპება და გამონაყარი.
ჩვეულებრივ შეინიშნება ჰეპატიტის ნიშნები, ავადმყოფობის მეხუთე დღის შემდეგ მძიმედ დაავადებულ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ თირკმლების ფუნქციის სწრაფი გაუარესება და ღვიძლის ან ფილტვის უეცარი უკმარისობა.