ქართველ ფერმერებს ყირიმ-კონგოს ცხელების გავრცელებასთან ბრძოლას ასწავლიან

© photo: Sputnik / Stringerძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2022
გამოწერა
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პირუტყვი დაამუშაონ გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ტკიპა წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება.
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შესახებ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობას და ფერმერებს ინფორმაციას აწვდიან და დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ, იუწყება სააგენტოს პრესსამსახური.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას ცხოველების დამუშავება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე განახორციელონ, რადგან ტკიპა ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება. ფერმერებმა ცხოველები ინსტრუქციის მიხედვით უნდა დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.
ყირიმ-კონგოს ცხელება არის ერთ-ერთი მძიმე დაავადება, რომელიც ადამიანზე ცხოველიდან გადადის. მისი ე.წ. ენდემური კერები არის სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ ასპინძის მუნიციპალიტეტში, ასევე ხაშურში და შიდა ქართლში.
პირუტყვის დამუშავება ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებში მიმდინარეობს.
დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან როგორც ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები, ასევე ის პირები, რომლებიც მინდორში საქმიანობენ (რადგან ტკიპა ბალახსა და თივაში ბინადრობს).
დაავადების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე:
საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების საწინააღმდეგო პირუტყვის დამუშავება და საინფორმაციო კამპანია მაისის დასაწყისში დაიწყო.
თბილისში ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით სამ ადამიანს მკურნალობენ >>
სააგენტოში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ყირიმ-კონგოს ცხელებით ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.
ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. დაავადების გადამტანები არიან ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.
ყველა ახალი ამბავი
0