https://sputnik-georgia.com/20220427/tbilissi-yirim-kongos-cxelebis-diagnozit-sam-adamians-mkurnaloben-266274560.html
თბილისში ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით სამ ადამიანს მკურნალობენ
თბილისში ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით სამ ადამიანს მკურნალობენ
Sputnik საქართველო
მძიმე ინფექციური დაავადება ადამიანზე ცხოველიდან გადადის
2022-04-27T21:44+0400
2022-04-27T21:44+0400
2022-04-27T22:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_0:0:2062:1160_1920x0_80_0_0_ccfb2bbb1217954c5808186686362039.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) - განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლის ჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა მოხდეს შინაური ცხოველების დამუშავება.ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფიცირებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გამოჯანმრთელდებიან.ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. დაავადების გადამტანები არიან ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.სიმპტომები ჩნდება უეცრად - ცხელება, მიალგია (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი და რიგიდულობა, ზურგის ან წელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ანთება და ფოტოფობია (მგრძნობელობა სინათლის მიმართ). შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლისა და ყელის არეში, რასაც მოჰყვება განწყობის უეცარი ცვალებადობა და ცნობიერების დაბნეულობა.ორი-ოთხი დღის შემდეგ აღგზნებადობა შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიით და დაღლილობით, ხოლო მუცლის ტკივილი შეიძლება ლოკალიზდეს მარჯვენა ზედა ნაწილში.სხვა კლინიკური ნიშნებია ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა), ლიმფური კვანძების შეშუპება და გამონაყარი.ჩვეულებრივ შეინიშნება ჰეპატიტის ნიშნები და ავადმყოფობის მეხუთე დღის შემდეგ მძიმედ დაავადებულ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ თირკმლების ფუნქციის სწრაფი გაუარესება და ღვიძლის ან ფილტვის უეცარი უკმარისობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_287:0:2062:1331_1920x0_80_0_0_3d581a1fd52cc32cb0868109c31e59e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ყირიმ-კონგო ცხელება დიაგნოზი 3 ადამიანი პაციენტი ამირან გამყრელიძე
თბილისი ყირიმ-კონგო ცხელება დიაგნოზი 3 ადამიანი პაციენტი ამირან გამყრელიძე
თბილისში ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით სამ ადამიანს მკურნალობენ
21:44 27.04.2022 (განახლებულია: 22:59 27.04.2022) მძიმე ინფექციური დაავადება ადამიანზე ცხოველიდან გადადის.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) - განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლის ჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
„ყირიმ-კონგო არის ერთ-ერთი მძიმე დაავადება, რომელიც ადამიანზე ცხოველიდან გადადის. მისი ე.წ. ენდემური კერები გვაქვს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხაშურში და კიდევ რამდენიმე რეგიონში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა მოხდეს შინაური ცხოველების დამუშავება.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფიცირებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გამოჯანმრთელდებიან.
ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. დაავადების გადამტანები არიან ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.
სიმპტომები ჩნდება უეცრად - ცხელება, მიალგია (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი და რიგიდულობა, ზურგის ან წელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ანთება და ფოტოფობია (მგრძნობელობა სინათლის მიმართ). შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლისა და ყელის არეში, რასაც მოჰყვება განწყობის უეცარი ცვალებადობა და ცნობიერების დაბნეულობა.
ორი-ოთხი დღის შემდეგ აღგზნებადობა შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიით და დაღლილობით, ხოლო მუცლის ტკივილი შეიძლება ლოკალიზდეს მარჯვენა ზედა ნაწილში.
სხვა კლინიკური ნიშნებია ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა), ლიმფური კვანძების შეშუპება და გამონაყარი.
ჩვეულებრივ შეინიშნება ჰეპატიტის ნიშნები და ავადმყოფობის მეხუთე დღის შემდეგ მძიმედ დაავადებულ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ თირკმლების ფუნქციის სწრაფი გაუარესება და ღვიძლის ან ფილტვის უეცარი უკმარისობა.