პრემიერი: ეკონომიკის ზრდის დადებითი დინამიკა გრძელდება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის ივნისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,2% შეადგინა. გარდა ამისა, რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მეორე კვარტალში შეადგინა ასევე 7,2%, ხოლო ექვს თვეში – 10,5%.

„აღნიშნული ზრდა მართლაც ძალიან გამორჩეულია ევროპის მასშტაბით და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, ივნისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 20,4%-ით, ხოლო ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6.641 ერთეული შეადგინა, რაც დაახლოებით 36%-ით მეტია გასული წლის ამავე თვის მონაცემთან შედარებით.
გარდა ამისა, ექსპორტი დაახლოებით 28%-ით გაიზარდა და 448 მლნ დოლარი შეადგინა, აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს ეკონომიკა იზრდება – სტატისტიკის ახალი მონაცემები>>
„გაჯანსაღების ტენდენციები მაღალია ტურიზმის სექტორშიც. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში იყო 88,7% და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 300 მილიონ დოლარზე მეტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი გადარიცხვების მოცულობა და მან ივნისში 427 მლნ დოლარი შეადგინა.
„შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა Fitch–ის ანგარიშზე კომენტარი გააკეთა>>
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა პრაქტიკულად ყველა დარგში დაფიქსირდა: ტრანსპორტსა და დასაწყობებაში, ელექტრომომარაგებაში, გაზმომარაგებაში, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებაში, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.
ყველა ახალი ამბავი
0