საქართველოს ეკონომიკა იზრდება – სტატისტიკის ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841თბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
ვარდნა დაფიქსირდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება– 2022წლის ივნისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,2% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
მეორე კვარტალშიეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 7,2%, ხოლო ექვსი თვის – 10.5%.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა პრაქტიკულად ყველა დარგში დაფიქსირდა: ტრანსპორტსა და დასაწყობებაში, ელექტრომომარაგებაში, გაზმომარაგებაში, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებაში, სამთო–მომპოვებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.
ქვეყნის პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებლით გაკვირვებულია.
„ჩვენ მიერ გატარებული ეროვნული და გონივრული პოლიტიკის შედეგად, პირველ ექვს თვეში, ივნისის ჩათვლით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – 10,5%. ეს არის დიდი გამონაკლისი დღეს მსოფლიოში. მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და გაოცებულები არიან, თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქვეყნის ეკონომიკის მიღწევებს შორის მან ასევე დაასახელა ლარის გამყარება და ბიზნესის განვითარება.
„მოგეხსენებათ, ლარიც განაგრძობს გამყარებას და ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას საქართველოში. ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება, ათასობით სამუშაო ადგილი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი: ეკონომიკის ზრდა მოლოდინს გადააჭარბებს>>
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0