პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი: ეკონომიკის ზრდა მოლოდინს გადააჭარბებს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკოსების ვარაუდით, გამოცოცხლდება ტურისტული სექტორი, ხოლო 2022 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციის დონის შემცირებაც დაიწყება.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 6,7%-ს შეადგენს, რაც 0,7 პროცენტული პუნქტით აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზში.
2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მშპ-ის ზრდა 6%-იან ნიშნულზეა პროგნოზირებული.
ოპტიმისტური პროგნოზის მიზეზად პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ასახელებს 2022 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის მაღალ ტემპებს.

„პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები“, – ნათქვამია პროგნოზში.

გარდა ამისა, საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს, რომ გამოცოცხლდება ტურისტული სექტორი, ხოლო 2022 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციის დონის შემცირებაც დაიწყება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ თანახმად, 2022 წლის მაისში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11,6% შეადგინა. პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელი 10,8% იყო, ხოლო ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელმა 11,2% შეადგინა.
ყველა მოქმედი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე 2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდება და 3-3,5%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0