https://sputnik-georgia.com/20220801/xelfasebis-zrda-269101625.html
სახელმწიფო მოხელეების ხელფასების ზრდა 2026 წლამდე გაგრძელდება
სახელმწიფო მოხელეების ხელფასების ზრდა 2026 წლამდე გაგრძელდება
Sputnik საქართველო
უახლოესი სამი–ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო მოხელეების ხელფასები თითქმის 50%–ით მოიმატებს, განაცხადა პრემიერმა. 01.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-01T22:27+0400
2022-08-01T22:27+0400
2022-08-01T22:27+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462504_0:14:1024:590_1920x0_80_0_0_7a991aca5901fc396ff2bb037f7b7219.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად მინიმუმ 10%–ით გაიზრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.პრემიერის ინფორმაციით, მოხელეების ხელფასი დაახლოებით 2017–დან 2020 წლამდე არ გაზრდილა, რაც, მისი აზრით, დიდი შეცდომაა.პრემიერის თქმით, ამ ტენდენციებს, პროცესს, დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, მეტი კარგი ინიციატივებია საჭირო სამინისტროების მხრიდან, რომლებსაც მთავრობა მალე გამოაცხადებს და რეალიზაციას სექტემბრიდან დაიწყებს.ამას გარდა, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სტაბილურობის მნიშვნელობა, რომელიც მთავრობამ ამ რთულ პერიოდში შეინარჩუნა.„კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.როგორ და რამდენით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები?>>სახელმწიფო მოხელეებს ხელფასები 10%–ით 2022 წლის 1 იანვრიდან მოემატათ.საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 1 ათას ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი ორი კომპონენტით ყალიბდება – ძირითადი განაკვეთი და კოეფიციენტი, რომელიც ჩინოვნიკის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში ჩინოვნიკების 12 კლასია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462504_107:0:1024:688_1920x0_80_0_0_13f463c69ce0fb2f3ff9b86889bd051b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
სახელმწიფო მოხელეების ხელფასების ზრდა 2026 წლამდე გაგრძელდება
უახლოესი სამი–ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო მოხელეების ხელფასები თითქმის 50%–ით მოიმატებს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად მინიმუმ 10%–ით გაიზრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის ინფორმაციით, მოხელეების ხელფასი დაახლოებით 2017–დან 2020 წლამდე არ გაზრდილა, რაც, მისი აზრით, დიდი შეცდომაა.
„დადგენილებით აღნიშნული საკითხი მოწესრიგდება, რაც გულისხმობს, რომ ყოველ წელს, 2026 წლამდე, საჯარო მოხელეების ხელფასი მინიმუმ 10%-ით გაიზრდება. საბოლოოდ, ჯამში დაახლოებით, 3-4 წლის განმავლობაში 50%-იანი მატება გამოვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ ტენდენციებს, პროცესს, დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, მეტი კარგი ინიციატივებია საჭირო სამინისტროების მხრიდან, რომლებსაც მთავრობა მალე გამოაცხადებს და რეალიზაციას სექტემბრიდან დაიწყებს.
ამას გარდა, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სტაბილურობის მნიშვნელობა, რომელიც მთავრობამ ამ რთულ პერიოდში შეინარჩუნა.
„კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო მოხელეებს ხელფასები 10%–ით 2022 წლის 1 იანვრიდან მოემატათ.
საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 1 ათას ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი ორი კომპონენტით ყალიბდება – ძირითადი განაკვეთი და კოეფიციენტი, რომელიც ჩინოვნიკის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში ჩინოვნიკების 12 კლასია.