საქართველოს პრემიერმა განვითარებისა და რეფორმების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა ჩაატარა

© courtesy of Georgian Governmentგანვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა
განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
მთავრობის მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. განვითარებისა და რეფორმების უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
განვითარებისა და რეფორმების უწყებათშორისი საბჭო ღარიბაშვილის ინიციატივით გასულ წელს შეიქმნა. საბჭოში შედიან მინისტრები, დეპუტატები და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. საბჭოს მიზანია ეფექტური რეაგირება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
მთავრობის მეთაურმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის რეალიზაციის კუთხით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0