აბიტურიენტების საყურადღებოდ: გამოქვეყნდა ქართული ენისა და ლიტურატურის გამოცდის პასუხები

© Sputnik / Natia Kvartskhavaაბიტურიენტები და მათი მშობლები
აბიტურიენტები და მათი მშობლები - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი – არჩევით.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ოსურ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. გამოცდების საბოლოო შედეგები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ოსურ ენაში საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, ე.წ. ნედლი ქულის ნახვის შესაძლებლობა.
აბიტურიენტები შედეგების გაგებას მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0,50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გაგზავნის შეტყობინებას).
ორივე საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა და ოსური ენა) მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტია. მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
2022 წლის გამოცდებზე 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 2,5 ათასზე მეტი სტუდენტი, 9,5 ათასზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 34,5 ათასი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა.
სააპელაციო განცხადებების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. განცხადებების მიღება ელექტრონული ფორმით მოხდება ვებ-გვერდზე www.naec.ge.
ყველა ახალი ამბავი
0