Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მაგრამ შენ ძალიან ადრე წახვედი...” - მამუკა ონაშვილს კოლეგები ემშვიდობებიან

© courtesy of Mamuka Onashviliმამუკა ონაშვილი, ქეთა თოფურია და აჩი ფურცელაძე
მამუკა ონაშვილი, ქეთა თოფურია და აჩი ფურცელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი ორი დღე კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ონაშვილი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოყვა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
მამუკა ონაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
ყვითელი ამბები
მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა
მომღერალ მამუკა ონაშვილს კოლეგები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან:
„პატარა ბავშვი ვიყავი, ბნელ 90-იანებში. მაშინ ჩემს პროფესიას აზრი არ ჰქონდა. არავინ მიჭერდა მხარს, იმ შავ ბნელეთში რა სიმღერა, რის სიმღერა. მაშინ მამუკა ონაშვილი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული არტისტი იყო. ერთადერთი, ვინც ყურადღებას მაქცევდა და ჩემი ნერვი ჰქონდა, იყო მამუკა ონაშვილი. ამიტომ მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს, რამდენად უშუალო და გულკეთილი ადამიანი იყო. მშვიდობით ძვირფასო მეგობარო, წარმოუდგენლად დაგვწყვიტე გული. ყველა ოდესდაც წავალთ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წახვედი”, – წერს სტეფანე მღებრიშვილი.
„რა საშინელებაა. ჩვენი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთად ბევრი კარგი მოგონება გვქონდა, რეგიონებში გვიწევდა სიარული კონცერტებით. მამუკას მანქანით დავდიოდით. ერთი შავი, ჯაყჯაყა ემელი ჰყავდა, ხან ლუქი არ მუშაობდა, ხან კარის საკეტი. ერთხელ წვიმაში ვიარეთ, სულ გავილუმპეთ და ისე მხიარულად ვმგზავრობდით და გვიხაროდა სიცოცხლე. მამუკო (ასე ვეძახდი), ძალიან მომენატრები შენი დიდი გულით, ნიჭით და იუმორით. ძალიან დამამძიმა ამ ამბავმა”, – წერს გიორგი სუხიტაშვილი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
მომღერალი მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა – მდგომარეობა მძიმეა
„მამუკა. ძალიან მწყდება გული, ძალიან. მიყვარდა და ვუყვარდი. ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა აღარ იქოთქოთებს ჩვენ გვერდით“, – წერს თემო საჯაია.
„ძალიან ვწუხვარ. მამუკა ონაშვილი აღარ არის. ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული”, – წერს ნინო სურგულაძე.
„სამწუხაროდ, ეს ტკბილი კაციც წავიდა. მშვიდობით მამუკა”, – წერს ოთო ნემსაძე.
,,მამუკა, როგორ დაგვწყვიტე გული, საოცრად კეთილო და კარგო ადამიანო”, – წერს ნინო ჩხეიძე.
,,ჩვენი ბუთქუჩა მამუკა ონაშვილი. ძალიან პატარა ვიყავი, როცა გავიცანი და გულში ჩამიკრა… ყველას მამუკა”, – წერს ანი კეკუა.
მამუკა ონაშვილმა სოლო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ის იყო მუსიკალურ-გასართობი შოუპროგრამების წამყვანი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის „პირველ არხზე“ და აჭარის ტელევიზიაში. მამუკა ონაშვილს გამოშვებული აქვს ორი ალბომი: „მე ისეთი კარგი ვარ“ და „ოცნების ღამე“. გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეოკლიპი.
ყველა ახალი ამბავი
0