მომღერალი მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა – მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
მომღერალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ცნობილი მომღერალი მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც მამუკა ონაშვილი დაშავდა, წუხელ ნატახტართან მოხდა.
მომღერალს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. მისი მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ნატახტართან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0