https://sputnik-georgia.com/20220801/erovnulma-bankma-dolari-iyida-269098342.html
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე დოლარი სამ თვეში მეორედ იყიდა
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე დოლარი სამ თვეში მეორედ იყიდა
Sputnik საქართველო
ლარის ზრდამ დოლარის მიმართ 2022 წლის მარტიდან 19,4% შეადგინა. 01.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-01T20:18+0400
2022-08-01T20:18+0400
2022-08-01T22:08+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259634984_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_aeb85948148b61be6904ae9e193b1ee9.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ორშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი იყიდა. ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ ვაჭრობისას 2,7514 GEL/$1 შეადგინა.ეროვნული ბანკის მიერ სამშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7484 GEL/$1-ია.ეროვნულმა ბანკმა ვალუტა 2022 წლის მაისში 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველად იყიდა. დღევანდელი შესყიდვა სამი თვის განმავლობაში მეორე აღმოჩნდა. მანამდე მარეგულირებელი მხოლოდ დოლარს ყიდდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით.კერძოდ, 2021 წელს მარეგულირებელმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა, წელს კი ერთადერთ აუქციონზე 39,57 მილიონი დოლარი იყო გაყიდული.სად დაამუხრუჭებს ეროვნული ვალუტა, ანუ სად გადის ლარის შესაძლებლობების ზღვარი>>მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 19,4% შეადგინა.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259634984_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_1a86bb8e0725eeafe5689d23b86eb477.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე დოლარი სამ თვეში მეორედ იყიდა
20:18 01.08.2022 (განახლებულია: 22:08 01.08.2022) ლარის ზრდამ დოლარის მიმართ 2022 წლის მარტიდან 19,4% შეადგინა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ორშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი იყიდა. ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ ვაჭრობისას 2,7514 GEL/$1 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ სამშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7484 GEL/$1-ია.
ეროვნულმა ბანკმა ვალუტა 2022 წლის მაისში 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველად იყიდა. დღევანდელი შესყიდვა სამი თვის განმავლობაში მეორე აღმოჩნდა. მანამდე მარეგულირებელი მხოლოდ დოლარს ყიდდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით.
კერძოდ, 2021 წელს მარეგულირებელმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა, წელს კი ერთადერთ აუქციონზე 39,57 მილიონი დოლარი იყო გაყიდული.
მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 19,4% შეადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.