ხულოში სატვირთო ხევში გადავარდა: 26 წლის მამაკაცი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი! - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. გარდაცვლილია 26 წლის მამაკაცი.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის“ მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0