„მარტო ნიჭი არ არის საკმარისი“ - ონელი ებრაელი მხატვარი და მისი დახატული „ლოცვა“

© courtesy of Levan Shemeshლევან შემეში (შიმშილაშვილი)
ლევან შემეში (შიმშილაშვილი) - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
„მხატვარი, რომლისთვისაც ფასეულია სამშობლო და თავისუფლება, რომელიც აფასებს შრომას და ირაციონალიზმს“ – ასე დაახასიათა საკუთარი თავი ხელოვანმა ლევან შემეშმა (შიმშილაშვილმა), რომელსაც ქართველმა ებრაელებმა სინაგოგის, ანუ „ლოცვის“ დახატვა ანდეს.
როგორც გვითხეს, არ არსებობს ონელი ებრაელის ოჯახი, რომლის სახლის კედელსაც მისი ნახატი არ ამშვენებს. საქართველოში სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში და სხვადასხვა დროს არაერთი სახელოვნებო პრიზი გადაეცა.
© photo: courtesy of Levan Shemeshქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
ქალიშვილთან ერთად
- ბატონო ლევან, რატომ განდეს ქართველმა ებრაელებმა ონის სინაგოგის დახატვა?
- ონის სალოცავში ბავშვობიდან დავდიოდი, მას კარგად ვიცნობდი და მისი ყველა კუთხე-კუნჭული გათავისებული მქონდა. იმ სინაგოგას შიდა სურნელს ახლაც ვგრძნობ. ონში ცხოვრების დროს მას ხშირად ვხატავდი, თითქმის ყველა კუთხიდან მაქვს დახატული. ონელ ებრაელებს იმდენად ჰქონდათ გათავისებული და უყვარდათ სინაგოგა, რომელსაც ლოცვა დაარქვეს, რომ ისრაელში ამოსვლის დროს ბევრმა ოჯახმა თან წამოიღო ჩემი ნახატი, რომელზეც ონის სინაგოგაა.
© photo: courtesy of Levan Shemeshლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
- რა ჰქვია მიმდინარეობას, რომელშიც ხატავთ?
- შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არცერთი მხატვრის მანერას არ ჰგავს ის, რომელშიც ვხატავ, ამიტომ ამ მიმდინარეობას „ლევანიზმი“ დავარქვი. ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ. ჩემზე დიდი გავლენა უფროსმა ძმამ, მხატვარმა ანზორ შიმშილაშვილმა იქონია.
© photo: courtesy of Levan Shemeshლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
- ისრაელში როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?
- ისრაელში ამოსვლის დროს ფაქტობრივად თავიდან დავიწყე ცხოვრება, ვისწავლე ენა, გავეცანი და გავითავისე აქაური ცხოვრების დინება და, შესაბამისად, მოვერგე აქაურ ცხოვრებას როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე პიროვნულად. რა თქმა უნდა, ჩემს ხელოვნებაში შეიცვალა ხელწერა და აზროვნება.
© photo: courtesy of Levan Shemeshლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
- ხშირად მიმართავთ ქართული თემებს - ძველი თბილისისა და ონის პეიზაჟებს ხატავთ...
- 27 წლის განშორების შემდეგ პირველად მოვინახულე ონი, სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ავედი ტყეში, საიდანაც ონის ხედები ბევრჯერ დამიხატავს.
© photo: courtesy of Levan Shemeshლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
- წლების მერე რაიმე ახალი აღმოჩენა ხომ არ გააკეთეთ?
- ონში გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის მართლაც აღმოჩენა იყო, რადგან ონში ცხოვრების დროს ამ ყველაფერს ვერ აღვიქვავდი ისე, როგორც საქართველოში სტუმრობის დროს დავინახე.
© photo: courtesy of Levan Shemeshლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
- რამდენ დროს ატარებთ მოლბერტთან?
- ჩემთვის შრომა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ტოლფასია. სასურველი შედეგი რომ მივიღო, დღის განმავლობაში მოლბერტთან ათ, ზოგჯერ მეტ საათს ვატარებ. იმისთვის, რომ რაღაც ღირებული შევქმნა, ძალიან ბევრს ვმუშაობ. ვფიქრობ, მარტო ნიჭი არ არის საკმარისი ხელოვანისთვის, მან დიდი და მძიმე შრომაც უნდა გასწიოს...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0