მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკონტროლო დაბრუნება: კოსმოსიდან ჩინური რაკეტმზიდი ჩამოვარდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ჩინეთის რაკეტმზიდ „ჩანჩჟენ-5B-ს“ ნამსხვრევები, რომელიც გასულ კვირას გაიგზავნა ორბიტალურ სადგურზე, დედამიწის ატმოსფეროში უკონტროლოდ დაბრუნდა და ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა, იუწყება აშშ-ის შეიარაღებული ძალების კოსმოსური სარდლობა.
NASA-ს ხელმძღვანელ ბილ ნელსონის თქმით, ჩინეთმა არ გაამხილა რაკეტის დედამიწაზე ჩამოვარდნის ტრაექტორია და პეკინი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.
„კოსმოსურმა ქვეყნებმა უნდა დაიცვან დამკვიდრებული პრაქტიკა და წინასწარ გააზიარონ ასეთი ინფორმაცია, რათა უზრუნველყონ კოსმოსური ნარჩენების ვარდნის პოტენციური ზემოქმედების რისკების საიმედო პროგნოზირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ მძიმე რაკეტმზიდებს, როგორიცაა „ჩანჩჟენ-5B“, — ნელსონი Twitter-ზე.
აღნიშნული რაკეტმზიდი პეკინმა კოსმოსში 24 ივლისს გაუშვა. ეს სამიდან მეორე მოდულია ჩინეთის ორბიტალური სადგური „ტიანგუნისთვის“, რომელიც სრულფასოვნად 2022 წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედდეს და დაახლოებით ათი წელი იფუნქციონეროს დედამიწის ორბიტაზე. ბოლო წლებში ჩინეთმა მილიარდები ჩადო თავის კოსმოსურ პროგრამებში, რათა აშშ-სა და რუსეთს დაეწიოს.
ყველა ახალი ამბავი
0