მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ცვლილება რეიტინგში: დასახელდა აზიის უმდიდრესი ქალბატონი - ფოტო

© Pixabay / pasja1000ამერიკული დოლარი
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. აზიის უმდიდრესი ქალების ნუსხაში ცვლილებაა, ჩინელი იან ჰუეიანი აღარ არის აზიის უმდიდრესი ქალბატონი, ვინაიდან ქვეყანაში უძრავი ქონების კრიზისი მძიმედ შეეხო მის სამშენებლო კომპანიას , იუწყება Bloomberg-ი.
გამოცემის ცნობით, ახლა რეიტინგის პირველ ადგილზე სამრეწველო კონგლომერატ Jindal Group-ის მფლობელი, 72 წლის სავიტრი ჯინდალია, რომლის ქონება 11,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
არსებული მონაცემებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჯინდალის ქონება, რომელიც დღეს ინდოეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულში შედის, მხოლოდ 3,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა 2022 წლის აპრილში 15,6 მილიარდს მიაღწია.
„ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ნედლეულზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია“, — აზუსტებს „ბლუმბერგი“. .
Jindal Group-ი დაკავებულია ფოლადისა და ცემენტის წარმოებით, ასევე ენერგეტიკითა და ინფრასტრუქტურული პროექტებით.
სავიტრი ჯინდალი კომპანიას სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც მისი მეუღლე (კონგლომერატის დამფუძნებელი) 2005 წელს ვერტმფრენის კატასტროფაში დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში 68 ქალია.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0