https://sputnik-georgia.com/20220730/prokuraturam-archevnebis-gayalbebaze-arasamtavroboebis-angarishze-gamozieba-daiwyo-269038975.html
არჩევნების გაყალბების შესახებ არასამთავრობოების ანგარიში: პროკურატურამ საქმე აღძრა
არჩევნების გაყალბების შესახებ არასამთავრობოების ანგარიში: პროკურატურამ საქმე აღძრა
Sputnik საქართველო
კვლევის შედეგები და თავად მასალები ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროკურატურას უკვე გადასცა. 30.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-30T21:52+0400
2022-07-30T21:52+0400
2022-07-30T21:52+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრო ორგანიზაციებისთვის გადაცემულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.საუბარია მასალებზე, რომელთა საფუძველზეც ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.საქმეზე გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გადამეტებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე, სსკ-ის 332-ე, 333-ე და164-ე პრიმა მუხლებით.„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საკუთარ კვლევაში ამტკიცებენ, რომ არსებობდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ ხელში ჩაუვარდათ, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის 2018-2019 წლების კორესპონდენცია და2020 წლით დათარიღებული დოკუმენტაცია. კვლევის შედეგები და თავად მასალები მათ უკვე გადასცეს პროკურატურას.რევოლუციური სცენარი №2: დეპუტატი გოგაშვილის საიდუმლო მასალების კვლევაზე>>>რაც შეეხება გოგაშვილს, იგი 16 ივლისიდან პატიმრობაში იმყოფება. წინა დღეს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.საქართველოს პროკურატურამ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდის მოვლენები არის იმის მტკიცებულება, რომ გოგაშვილი თანამშრომლობს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც ხელისუფლება რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები
არჩევნების გაყალბების შესახებ არასამთავრობოების ანგარიში: პროკურატურამ საქმე აღძრა
კვლევის შედეგები და თავად მასალები ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროკურატურას უკვე გადასცა.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრო ორგანიზაციებისთვის გადაცემულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საუბარია მასალებზე, რომელთა საფუძველზეც ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გადამეტებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე, სსკ-ის 332-ე, 333-ე და164-ე პრიმა მუხლებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საკუთარ კვლევაში ამტკიცებენ, რომ არსებობდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ ხელში ჩაუვარდათ, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის 2018-2019 წლების კორესპონდენცია და2020 წლით დათარიღებული დოკუმენტაცია. კვლევის შედეგები და თავად მასალები მათ უკვე გადასცეს პროკურატურას.
რაც შეეხება გოგაშვილს, იგი 16 ივლისიდან პატიმრობაში იმყოფება. წინა დღეს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.
საქართველოს პროკურატურამ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდის მოვლენები არის იმის მტკიცებულება, რომ გოგაშვილი თანამშრომლობს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც ხელისუფლება რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს.