https://sputnik-georgia.com/20220722/revoluciuri-scenari-2-deputati-gogashvilis-masalebis-kvlevaze-268779341.html
რევოლუციური სცენარი №2: დეპუტატი გოგაშვილის საიდუმლო მასალების კვლევაზე
რევოლუციური სცენარი №2: დეპუტატი გოგაშვილის საიდუმლო მასალების კვლევაზე
Sputnik საქართველო
დეპუტატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე მანიპულაციებში დაადანაშაულა. 22.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-22T16:51+0400
2022-07-22T16:51+0400
2022-07-22T18:05+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262897965_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_367b7efd2028e6a458629942c13586fc.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის მიერ საიდუმლოდ გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევა შეაფასა როგორც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მორიგი მცდელობა.დეპუტატის თქმით, უმჯობესი იქნებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) „რეალურად ეღიარებინა, რატომ მოახდინა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე პარალელური ხმების დათვლის გაყალბება, რაც რევოლუციური სცენარის განხორციელების მთავარი საფუძველი გახდა“.მისი თქმით, ამ ორგანიზაციებმა „სამჯერ გამოაქვეყნეს ანალოგიური დასკვნები“ კონკრეტული რეალური მტკიცებულებების გარეშე, ხოლო დღეს მათ სურთ ჩაატარონ „ოპერაცია სოსო გოგაშვილი“.„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საკუთარ კვლევაში ამტკიცებენ, რომ არსებობდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ ხელში ჩაუვარდათ, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის 2018-2019 წლების კორესპონდენცია და 2020 წლით დათარიღებული დოკუმენტაცია. კვლევის შედეგები და თავად მასალები მათ პროკურატურას უკვე გადასცეს.რაც შეეხება გოგაშვილს, იგი 16 ივლისიდან პატიმრობაში იმყოფება. დაკავებამდე ერთი დღით ადრე მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.საქართველოს პროკურატურამ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.ქადაგიშვილის თქმით, ბოლო პერიოდის მოვლენები არის იმის მტკიცებულება, რომ გოგაშვილი თანამშრომლობს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც ხელისუფლება რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262897965_335:252:2730:2048_1920x0_80_0_0_2122ddc3249e557f8d8c50742d3bcb30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რევოლუციური სცენარი №2: დეპუტატი გოგაშვილის საიდუმლო მასალების კვლევაზე
16:51 22.07.2022 (განახლებულია: 18:05 22.07.2022) დეპუტატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე მანიპულაციებში დაადანაშაულა.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის მიერ საიდუმლოდ გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევა შეაფასა როგორც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მორიგი მცდელობა.
დეპუტატის თქმით, უმჯობესი იქნებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) „რეალურად ეღიარებინა, რატომ მოახდინა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე პარალელური ხმების დათვლის გაყალბება, რაც რევოლუციური სცენარის განხორციელების მთავარი საფუძველი გახდა“.
„იქნებ ახლა ეს მეორე სცენარია რევოლუციური მოვლენების განვითარების? ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი ქმედებები ხშირად მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.
მისი თქმით, ამ ორგანიზაციებმა „სამჯერ გამოაქვეყნეს ანალოგიური დასკვნები“ კონკრეტული რეალური მტკიცებულებების გარეშე, ხოლო დღეს მათ სურთ ჩაატარონ „ოპერაცია სოსო გოგაშვილი“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საკუთარ კვლევაში ამტკიცებენ, რომ არსებობდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ ხელში ჩაუვარდათ, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის 2018-2019 წლების კორესპონდენცია და 2020 წლით დათარიღებული დოკუმენტაცია. კვლევის შედეგები და თავად მასალები მათ პროკურატურას უკვე გადასცეს.
რაც შეეხება გოგაშვილს, იგი 16 ივლისიდან პატიმრობაში იმყოფება. დაკავებამდე ერთი დღით ადრე მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.
„გოგაშვილი თვითონ იყო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და, გამოდის, თვითონ უწყობდა ხელს. თუ იცოდა ეს, რატომ არ თქვა? სწორედ ეს არის მანიპულაცია, რასაც გოგაშვილი მიმართავს, რაზეც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ქადაგიშვილის თქმით, ბოლო პერიოდის მოვლენები არის იმის მტკიცებულება, რომ გოგაშვილი თანამშრომლობს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც ხელისუფლება რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს.