როგორია გუდაურში დაშავებული პარაპლანის ინსტრუქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე აღარ ემუქრება.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. გუდაურში ტურისტთან ერთად ფრენის დროს ჩამოვარდნილი პარაპლანის ინსტრუქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფრმაციით, დაშავებული მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მას შესაბამის კვლევები, ასევე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და ახლა მკურნალობის კურსს გადის.
„პაციენტს ჰქონდა მრავლობითი, ძლიერი დაჟეჟილობები. ორივე სახსრის ღრძობა, დაჟეჟილობა და წვივის მიდამოს ნაფლეთოვანი ჭრილობა. ასევე, თავის ტვინის შერყევა. ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური კვლევა. სხვა დაზიანება არ გამოვლინდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო ქირურგიული ღონისძიება და ამჟამად მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცახადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.
მომხდარი ტრაგედიის შესახებ კომენტარი გააკეთა დაშავებული პარაპლანის ინსტრუქტორის ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ.
„ნუგზარი წლებია ამ ექსტრემალური სპორტით იყო დაკავებული. ის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად ითვლებოდა, მაგრამ მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა“, - განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოს პირველი პირები გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან>>
გუშინ, 29 ივლისს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ, ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. გარდაიცვალა ერთ–ერთი პარაპლანისტიც, უცხოეთის მოქალაქე.
ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისს საქართველოში გლოვის დღეა.
ყველა ახალი ამბავი
0