გუდაურთან გზა ტრანსპორტისთვის გახსნილია

© Sputnik / Alexander Imedashviliე.წ. სამხედრო გზა
ე.წ. სამხედრო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
გუდაურთან გზის 94-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ღამით აღდგა, თუმცა დილით, როდესაც შსს–ს სამსახურებმა სამაშველო სამუშაოები განაახლეს, ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ დროებით შეჩერდა.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე გადაკეტილი გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გუდაურში საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ღამით აღდგა, თუმცა დილით, როდესაც შსს–ს შესაბამისმა სამსახურებმა სამაშველო სამუშაოები განაახლეს, ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ დროებით შეჩერდა.
შსს–ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულთა ცხედრები შემთხვევის ადგილიდან ამოსვენებულია.
გუდაურთან გუშინ სამაშველო ოპერაციის დროს პარაპლანისტების გადასარჩენად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა.
30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდება: ღარიბაშვილი გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე>>
ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ, ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.
ტრაგედიის გამო ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0