https://sputnik-georgia.com/20220729/glovis-dre-269016115.html
30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდება: ღარიბაშვილი გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე
30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდება: ღარიბაშვილი გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე
Sputnik საქართველო
დაზუსტებული ინფორმაციით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. 29.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-29T22:13+0400
2022-07-29T22:13+0400
2022-07-29T22:42+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264143471_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_022fddd2b2fe6d9f5097517cff57c59e.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. გუდაურთან ახლოს, თეთრი არაგვის ხეობაში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.პრემიერის განცხადებით, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება.დღეს თეთრი არაგვის ხეობაში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი, რომლებიც კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიდიოდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264143471_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_1ad9b15b8b5b9d0c22bf59189ba35364.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდება: ღარიბაშვილი გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე
22:13 29.07.2022 (განახლებულია: 22:42 29.07.2022) დაზუსტებული ინფორმაციით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. გუდაურთან ახლოს, თეთრი არაგვის ხეობაში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერის განცხადებით, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
დღეს თეთრი არაგვის ხეობაში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი, რომლებიც კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიდიოდნენ.