გუდაურთან გზა ტრანსპორტისთვის კვლავ დაიკეტა

© photo: Sputnikე.წ. სამხედრო გზა
ე.წ. სამხედრო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აიკრძალა, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გუდაურში საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ღამით აღდგა, თუმცა დილით, როდესაც შსს–ს შესაბამისმა სამსახურებმა სამაშველო სამუშაოები განაახლეს, ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ დროებით შეჩერდა.
გუდაურთან გუშინ სამაშველო ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ვერტმფრენის ბორტზე, დაზუსტებული ინფორმაციით, რვა ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ, ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.
30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდება: ღარიბაშვილი გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე>>
ტრაგედიის გამო ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0