https://sputnik-georgia.com/20220729/vaxtang-gomelauri-269014567.html
ვახტანგ გომელაური: პარაპლანებით ფრენები დროებით აიკრძალება
ვახტანგ გომელაური: პარაპლანებით ფრენები დროებით აიკრძალება
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ. 29.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-29T21:32+0400
2022-07-29T21:32+0400
2022-07-29T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/78/246827872_0:127:3000:1815_1920x0_80_0_0_14b7061a61638019751fe8ed1625be83.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. გუდაურში, სადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა.როგორც მან ჟურნალისტებს აცნობა, „დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა. მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაიცვალა. დაშავებული, ქართველი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს გადაჰყავთ“.მინისტრის თქმით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას რვა ადამიანი დაიღუპა.როგორც გომელაურმა აღნიშნა, ვიდრე გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველაფერი შესწავლილი არ იქნება, ქვეყანაში პარაპლანით ფრენები აიკრძალება. ხოლო საკითხის შესწავლის შემდეგ ლიცენზია „მხოლოდ ისეთ ადამიანებზე უნდა გაიცეს, ვინც ნამდვილად პროფესიონალია“.გარდა ამისა, მინისტრს მიაჩნია, რომ პარაპლანით ფრენებზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. დღეს თეთრი არაგვის ხეობაში, გუდაურთან ახლოს სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი, რომლებიც კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიდიოდნენ.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/78/246827872_206:0:2794:1941_1920x0_80_0_0_c18df67cc4634849c7dcd6f46e4301c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვახტანგ გომელაური: პარაპლანებით ფრენები დროებით აიკრძალება
21:32 29.07.2022 (განახლებულია: 22:39 29.07.2022) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. გუდაურში, სადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს აცნობა, „დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა. მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაიცვალა. დაშავებული, ქართველი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს გადაჰყავთ“.
მინისტრის თქმით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას რვა ადამიანი დაიღუპა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ვიდრე გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველაფერი შესწავლილი არ იქნება, ქვეყანაში პარაპლანით ფრენები აიკრძალება. ხოლო საკითხის შესწავლის შემდეგ ლიცენზია „მხოლოდ ისეთ ადამიანებზე უნდა გაიცეს, ვინც ნამდვილად პროფესიონალია“.
გარდა ამისა, მინისტრს მიაჩნია, რომ პარაპლანით ფრენებზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.
„რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად. თითქმის კვირა არ გავა, რომ სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა არ გახდეს საჭირო. რა თქმა უნდა, არის დაღუპვის ფაქტები. ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზეც, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს“, – აღნიშნა გომელაურმა.
დღეს თეთრი არაგვის ხეობაში, გუდაურთან ახლოს სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი, რომლებიც კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიდიოდნენ.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.