ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერდა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიქარხანა
ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ქარხნის მიმართ მკაცრი ზომები გატარდა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ამბიკონ სტილსს" წარმოების უფლება შეუჩერა, იუწყება დეპარტამენტის პრეს-სამსახური.
გასულ კვირაში ქუთაისის მოსახლეობამ გამართა აქცია ლოზუნგით „მეტალურგიული ქარხანა კლავს“. ადგილობრივებმა გარემოს დაბინძურება გააპროტესტეს. მათი თქმით, ქარხანა ფილტრების გარეშე მუშაობს, რის გამოც მათ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.
გადაწყვეტილება ქარხნისთვის წარმოების შეჩერების თაობაზე ინსპექტირების ჩატარების შემდეგ იქნა მიღებული, რომელმაც აჩვენა, რომ კომპანიის საქმიანობა გარემოს ზიანს აყენებს.

„საწარმოს ეზღუდება საქმიანობის (მეტალურგიული წარმოება) განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ ციკლთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე", – ნათქვამია განცხადებაში.

ინსპექტორები რეგულარულად გააკონტროლებენ ქარხნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულების პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია 10 ათასიდან 30 ათას ლარამდე ფარგლებში დაჯარიმდება.
ქუთაისის მოსახლეობის პროტესტი მეტალურგიული ქარხნის წინააღმდეგ - ეკოლოგების განცხადება>>>
როგორც ადრე ზედამხედველობის დეპარტამენტში განაცხადეს, აღნიშნულ ქარხანაში ინსპექტირება მარტსა და ივნისში ჩატარდა. გარემოს დაბინძურებისთვის კომპანია დაჯარიმდა.
30 მარტს ინსპექტორებმა საწარმოს მიერ დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოავლინეს. 19 აპრილს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა. 26 ივნისს სასამართლომ „ამბიკონ სტილსი" სამართალდამრღვევად ცნო და 45 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
ქუთაისის მოსახლეობამ დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართა და მოითხოვა ქარხნის მუშაობის შეჩერება იმ დრომდე, სანამ კომპანია დადგენილ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.
ყველა ახალი ამბავი
0