https://sputnik-georgia.com/20220725/qutaisis-mosaxleobis-protesti-metalurgiuli-qarxnis-winaagmdeg-268868446.html
ქუთაისის მოსახლეობის პროტესტი მეტალურგიული ქარხნის წინააღმდეგ - ეკოლოგების განცხადება
ქუთაისის მოსახლეობის პროტესტი მეტალურგიული ქარხნის წინააღმდეგ - ეკოლოგების განცხადება
Sputnik საქართველო
სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ქარხნის მიმართ მაქსიმალურად მკაცრი ზომები გატარდება. 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T22:00+0400
2022-07-25T22:00+0400
2022-07-25T22:06+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/13/250392333_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_07c24ef8426a9512d58c72d8e69147e8.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ამბიკონ სტილსში" ინსპექტირება მიმდინარე წლის მარტსა და ივნისში ჩატარდა, გამოვლენილი დარღვევებისთვის საწარმო დაჯარიმდა, იუწყება საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახური.გუშინ ქუთაისში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა ლოზუნგით „მეტალურგიული ქარხანა კლავს“. ადგილობრივებმა გარემოს დაბინძურება გააპროტესტეს. მათი თქმით, ქარხანა ფილტრების გარეშე მუშაობს, რის გამოც მათ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.30 მარტს ინსპექტორებმა საწარმოს მიერ დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოავლინეს. 19 აპრილს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა. 26 ივნისს სასამართლომ „ამბიკონ სტილსი" სამართალდამრღვევად ცნო და 45 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.„დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნავენ უწყებაში.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ, რაც უწყება ოფიციალურად მიიღებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, დეპარტამენტის მხრიდან საწარმოს მიმართ გატარდება მაქსიმალურად მკაცრი ზომები.ქუთაისის მოსახლეობამ დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართა და მოითხოვა ქარხნის მუშაობის შეჩერება იმ დრომდე, სანამ კომპანია დადგენილ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/13/250392333_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_3ae464dc458aab2e2069303aa0179f0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
ქუთაისის მოსახლეობის პროტესტი მეტალურგიული ქარხნის წინააღმდეგ - ეკოლოგების განცხადება
22:00 25.07.2022 (განახლებულია: 22:06 25.07.2022) სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ქარხნის მიმართ მაქსიმალურად მკაცრი ზომები გატარდება.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ამბიკონ სტილსში" ინსპექტირება მიმდინარე წლის მარტსა და ივნისში ჩატარდა, გამოვლენილი დარღვევებისთვის საწარმო დაჯარიმდა, იუწყება საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახური.
გუშინ ქუთაისში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა ლოზუნგით „მეტალურგიული ქარხანა კლავს“. ადგილობრივებმა გარემოს დაბინძურება გააპროტესტეს. მათი თქმით, ქარხანა ფილტრების გარეშე მუშაობს, რის გამოც მათ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.
30 მარტს ინსპექტორებმა საწარმოს მიერ დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოავლინეს. 19 აპრილს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა. 26 ივნისს სასამართლომ „ამბიკონ სტილსი" სამართალდამრღვევად ცნო და 45 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
„დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნავენ უწყებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ, რაც უწყება ოფიციალურად მიიღებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, დეპარტამენტის მხრიდან საწარმოს მიმართ გატარდება მაქსიმალურად მკაცრი ზომები.
ქუთაისის მოსახლეობამ დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართა და მოითხოვა ქარხნის მუშაობის შეჩერება იმ დრომდე, სანამ კომპანია დადგენილ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.