ვინ არიან პრეტენდენტები ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტს მინიმუმ ორ-ორი კანდიდატის შერჩევა და მათი პარლამენტისთვის წარდგენა მოუწევს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. დასრულდა განაცხადების მიღება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის ორი წევრის თანამდებობებზე, ქვეყნის პრეზიდენტმა კანდიდატების სრული სია გამოაქვეყნა.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე განცხადება შეიტანა ხუთმა კანდიდატმა, ხოლო კომისიის წევრის ორ ადგილზე – შვიდმა პრეტენდენტმა.
ახლა პრეზიდენტს სამ ვაკანტურ ადგილზე მინიმუმ ორ-ორი კანდიდატის შერჩევა და მათი პარლამენტისთვის წარდგენა მოუწევს.
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე განცხადება შეიტანეს: მოქმედმა თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა რევაზ ეგაძემ, საქართველოს ენერგეტიკოსების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი შაიშმელაშვილმა, ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელმა ნანული ბებიამ და ლექტორმა და იურისპრუდენციაში სახელმძღვანელოების ავტორმა თამარ ალფაიძემ.
აგვისტოში კალანდარიშვილისა და ცესკოს წევრების – მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის უფლებამოსილების ვადა იწურება. პარლამენტმა სამივე მათგანი თებერვალში ექვსი თვის ვადით აირჩია.
მესამე წრეზე: ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კალანდარიშვილი ძალებს კვლავ მოსინჯავს>>
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
კალანდარიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით ცესკოს თავმჯდომარე პირველად გასული წლის აგვისტოში გახდა ექვსი თვით. ის მეორედ ამ თანამდებობაზე ამავე ვადით მიმდინარე წლის თებერვალში აირჩიეს.
ყველა ახალი ამბავი
0