პრემიერი: საქართველომ ომის თავიდან აცილება შეძლო

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველომ ომის თავიდან აცილება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გონივრული პოლიტიკის წყალობით შეძლო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აკრიტიკებს ოპოზიციის ნაწილს ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობისთვის. ამასთან, მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის თანამდებობის პირებმა, მათ შორის უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.

„ჩვენმა გუნდმა შეძლო საქართველოში ტრაგედიის თავიდან აცილება. მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციისა და პირდაპირი მოწოდებებისა, ჩვენმა გუნდმა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ქვეყანას დამართნოდა, ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი სწორი და გონივრული პოლიტიკით შევინარჩუნეთ მშვიდობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო კვლავ გააგრძელებს ამ პოლიტიკურ კურსს.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველოს არ გადაუცია შეიარაღება უკრაინისთვის, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე ახალი კონფლიქტი არ სურს.
ყველა ახალი ამბავი
0