https://sputnik-georgia.com/20220729/erovnul-gamocdaze-pirma-gamocdis-chabareba-ojaxis-wevris-nacvlad-scada-268335380.html
პირმა ეროვნული გამოცდების ჩაბარება ოჯახის წევრის ნაცვლად სცადა
პირმა ეროვნული გამოცდების ჩაბარება ოჯახის წევრის ნაცვლად სცადა
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცხადების პროცენტული მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს. 29.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-29T19:15+0400
2022-07-29T19:15+0400
2022-07-29T21:53+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:141:1181:805_1920x0_80_0_0_5f9b424db4b0541ff1a5b186171ece32.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში ტარდება, თუმცა დაფიქსირდა დარღვევებიც, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ და აბიტურიენტებს მსგავსი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.მისი თქმით, იყო შემთხვევა, როცა აბიტურიენტი გამოცდაზე მეორე დღეს მივიდა.წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე დაფიქსირდა აბიტურიენტების გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა.გორგოძის თქმით, ერთმა აბიტურიენტმა გამოცდაზე ფარულად ტელეფონი შეიტანა, მეორე აპლიკანტს „შპარგალკა“ აღმოუჩინეს. გარდა ამისა, იყო შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი.„მინდა გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება იდენტიფიცირების გარეშე. ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. ცხადია, აღნიშნული შემთხვევა აღკვეთეს“, – განაცხადა გორგოძემ.ამ დროისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცხადების პროცენტული მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს. რაც შეეხება დაგვიანების ფაქტებს, სულ დაფიქსირდა 19 შემთხვევა.კორონავირუსის გამო გამოცდაზე არგამოცხადებასთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით სამმა აბიტურიენტმა მიმართა. გორგოძის თქმით, ისინი გამოცდების ჩაბარებას დამატებით სესიებზე შეძლებენ, რომლის განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება.მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ტარდება. 22 საგამოცდო ცენტრიდან 8 თბილისშია, 3-3 – ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი კი გახსნილია ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:30:1181:916_1920x0_80_0_0_f8c063d035a7a3d62c3d50c263867471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
პირმა ეროვნული გამოცდების ჩაბარება ოჯახის წევრის ნაცვლად სცადა
19:15 29.07.2022 (განახლებულია: 21:53 29.07.2022) ამ დროისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცხადების პროცენტული მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში ტარდება, თუმცა დაფიქსირდა დარღვევებიც, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ და აბიტურიენტებს მსგავსი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, იყო შემთხვევა, როცა აბიტურიენტი გამოცდაზე მეორე დღეს მივიდა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს“, – განაცხადა გორგოძემ.
წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე დაფიქსირდა აბიტურიენტების გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა.
გორგოძის თქმით, ერთმა აბიტურიენტმა გამოცდაზე ფარულად ტელეფონი შეიტანა, მეორე აპლიკანტს „შპარგალკა“ აღმოუჩინეს. გარდა ამისა, იყო შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი.
„მინდა გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება იდენტიფიცირების გარეშე. ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. ცხადია, აღნიშნული შემთხვევა აღკვეთეს“, – განაცხადა გორგოძემ.
ამ დროისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცხადების პროცენტული მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს. რაც შეეხება დაგვიანების ფაქტებს, სულ დაფიქსირდა 19 შემთხვევა.
კორონავირუსის გამო გამოცდაზე არგამოცხადებასთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით სამმა აბიტურიენტმა მიმართა. გორგოძის თქმით, ისინი გამოცდების ჩაბარებას დამატებით სესიებზე შეძლებენ, რომლის განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ტარდება. 22 საგამოცდო ცენტრიდან 8 თბილისშია, 3-3 – ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი კი გახსნილია ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.