„ჩემი ნახატები ხომ ჩემი სულის ნაწილია“ - პერსონაჟი სევდიანი თვალებით

© courtesy of Bela Ananidzeბელა ანანიძე
ბელა ანანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
ბელა ანანიძეს მხატვრის პროფესიაზე არასოდეს უოცნებია – მსახიობობა უნდოდა. თეატრი დღემდე უყვარს და ის დანაკლისი, რომ სცენა აუსრულებელ ოცნებად დარჩა, მის მიერ შექმნილი საოცარი თეატრალური პერსონაჟებით აინაზღაურა. რაც მთავარია, მხატვრობაში საკუთარი ხელწერით მოვიდა.
- ქალბატონო ბელა, ბავშვობაში, თურმე, მსახიობობაზე ოცნებობდით...
- დედას არ უნდოდა, რომ თეატრალურში ჩამებარებინა. სკოლის პერიოდში ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის წევრიც ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ კარგა ხანი არ მიცდია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. ეს იყო ჩემი პროტესტი – არ მინდოდა მხოლოდ დიპლომის გამო მესწავლა. მინდოდა მქონოდა ისეთი პროფესია, რომელიც მეყვარებოდა.
© photo: courtesy of Bela Ananidzeბელა ანანიძის შემოქმედება
ბელა ანანიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
ბელა ანანიძის შემოქმედება
- რაიმე შემთხვევამ ხომ არ იქონია პროფესიის არჩევაზე გავლენა?
- ასე იყო. ერთხელ მეგობართან სტუმრად მისულმა ვნახე მისი დის ნამუშევრები, რამაც ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. აღმოჩნდა, რომ მეგობრის და აკადემიაში ჩასაბარებლად ემზადებოდა. ვთხოვე, რომ მივეყვანე პედაგოგთან, რომელთანაც ემზადებოდა. ვიფიქრე, იქნებ მეც გამომივიდეს ასე ხატვა–მეთქი. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი თუ გავხდებოდი, ამაზე ვერც ვიფიქრებდი. პედაგოგმა პირველივე გაკვეთილზე მითხრა, შენ ნამდვილად შეძლებ პროფესიონალი მხატვარი გახდეო. ჩემი ხატვის პირველი პედაგოგი მურად იამანიძეა, საოცარი ადამიანი. დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ დღეს ხატვა შემიძლია.
© photo: courtesy of Bela Ananidzeბელა ანანიძის შემოქმედება
ბელა ანანიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
ბელა ანანიძის შემოქმედება
- ამის მერე მიიღეთ გადაწყვეტილება აკადემიაში ჩაგებარებინათ?
- დიახ, 1993 წელს სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გავხდი. მისაღები გამოცდები უმაღლესი ქულებით ჩავაბარე. ამ ამბავს დედა ვერ იჯერებდა, სანამ ჩარიცხულთა სიაში საკუთარი თვალით არ მნახა. სტუდენტობა მძიმე წლებში მომიწია, ლექციები გაყინულ აუდიტორიებში გვიტარდებოდა.
© photo: courtesy of Bela Ananidzeბელა ანანიძის შემოქმედება
ბელა ანანიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
ბელა ანანიძის შემოქმედება
- თქვენი ნახატები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია...
- ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ პერსონალური გამოფენა არასდროს მქონია. მართალია, შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ რადგან ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, სამწუხაროდ, გამოფენის მოწყობის საშუალება არ გამაჩნია.
© photo: courtesy of Bela Ananidzeბელა ანანიძის შემოქმედება
ბელა ანანიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
ბელა ანანიძის შემოქმედება
- რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნახატები?
- ჩემი ნახატები ხომ ჩემი სულის ნაწილია... არის ადამიანთა კატეგორია, რომელსაც ძალიან უყვარს მხატვრობა და ესმის, რომ ნახატი არ არის კედლის ბზარის დაფარვის საშუალება. მე, რა თქმა უნდა, მახარებს, როცა ასეთ ადამიანთან იდებს ბინას ჩემი ნამუშევარი.
© photo: courtesy of Bela Ananidzeბელა ანანიძის შემოქმედება
ბელა ანანიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
ბელა ანანიძის შემოქმედება
- მეჩვენება, რომ ამ ნახატების მთავარი პერსონაჟი ქალი თავად ხართ, ასეა?
- ალბათ ვარ და არც ვარ. რადგან ორივე, სევდაც და კარგი განწყობაც ჩემში თანაბრადაა. ჩემს ნამუშევრებში ხშირად იგრძნობა სევდა, თუმცა ზოგადად არ ვარ სევდიანი ადამიანი. ვცდილობ, რომ ჩემი დარდი სხვებს არ მოვახვიო. ნახატებში კი ამის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. ამის გარდა, ალბათ ამ გზით ადამიანების მიმართ თანაგრძნობასაც გამოვხატავ...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0