ანალიტიკოსები 2022 წელს თბილისსა და ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვების ბუმს ელოდებიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
ბაზრის აქტივობა შესაძლოა 2023-2024 წლებში დაეცეს სამშენებლო ნებართვების გაცემის წესის გადახედვის გამო, ნათქვამია კვლევაში.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. „TBC კაპიტალის“ ანალიტიკოსები 2022 წელს ბათუმსა და თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების რაოდენობისა და ფასების ზრდას ელოდებიან. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ანალიტიკურ ანგარიშში.

„TBC კაპიტალის“ მონაცემებით, უძრავი ქონების გაყიდვების ბუმს ხელს შეუწყობს მაღალი შემოსავლები, ლარის სტაბილური კურსი აშშ დოლარის მიმართ და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა. ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურიზმის აღდგენა და სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა.

ამავე დროს, ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ბაზრის აქტივობა შესაძლოა 2023-2024 წლებში დაეცეს სამშენებლო ნებართვების გაცემის წესის გადახედვის გამო.
ამასთან, TBC კაპიტალი აღნიშნავს, რომ ბათუმში უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი 2022 წლის პირველ კვარტალში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით შემცირდა, რაც გამოწვეულია იაფი უძრავი ქონების მაღალი წილით. ამავე დროს ორჯერ გაიზარდა საცხოვრებლის ქირა მიგრანტების დიდი მოთხოვნისა და ტურიზმის აღდგენის გამო.
© video: Sputnik / Stringerმაღალი ფასები უძრავი ქონების ქირაობაზე - რატომ ჭირს საცხოვრებლის დაქირავება თბილისში?
მაღალი ფასები უძრავი ქონების ქირაობაზე - რატომ ჭირს საცხოვრებლის დაქირავება თბილისში? - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
მაღალი ფასები უძრავი ქონების ქირაობაზე - რატომ ჭირს საცხოვრებლის დაქირავება თბილისში?
რაც შეეხება თბილისს, 2022 წლის პირველ კვარტალში დედაქალაქში გასაყიდი საცხოვრებელი ფართები გაძვირდა. გასაყიდი საშუალო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ქირას, მისი ღირებულებაც ასევე გაორმაგდა იმავე მიზეზების გამო, რაც ბათუმში.
საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები კვლავ იზრდება: ახალი მონაცემები>>
ამასთან ერთად ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თბილისისა და ბათუმის გარდა, ძვირადღირებული უძრავი ქონება ქუთაისში, თელავსა და რუსთავშიც გამოჩნდა. თუმცა, ამავდროულად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იზრდება მოთხოვნა მცირე ზომის საცხოვრებლებზე.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს უკანასკნელი დაკავშირებულია საქართველოში ოჯახის წევრების რაოდენობის შემცირებასთან და, შესაბამისად, დიდ საცხოვრებელზე მოთხოვნის შემცირებასთან.
ყველა ახალი ამბავი
0