https://sputnik-georgia.com/20220724/saqartvelosi-uzrav-qonebaze-fasebi-kvlav-izrdeba-axali-monacemebi-268810773.html
საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები კვლავ იზრდება: ახალი მონაცემები
საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები კვლავ იზრდება: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2022-07-24T10:30+0400
2022-07-24T10:30+0400
2022-07-24T10:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486508_0:789:2048:1941_1920x0_80_0_0_94ceb2c3696c89c305962461834c212c.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეორე კვარტალში 4,5%-ით გაიზარდა, ამასთან ამავე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ფასები 0,7%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი პირველ კვარტალში 13,9%-ით გაიზარდა.ლარის მიმდინარე გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ არის 2,79 GEL/$1.„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 0,7% შეადგინა, ხოლო 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 8,2%-ით გაიზარდა.ახალაშენებული კერძო სახლების ფასები მეორე კვარტალში 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2,4%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით - 3,5%-ით.„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.216 ლარს, თეთრი კარკასი – 2.505 ლარს, მწვანე კარკასი – 2.920 ლარს.შედარებისთვის: 2021 წლის მეორე კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.280 ლარი, თეთრი – 2.664, მწვანე – 3.077 ლარი.ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.წყარო - „საქსტატი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486508_0:597:2048:2133_1920x0_80_0_0_759988eff428233559b120c0b8f78a71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო უძრავი ქონება ფასები ზრდა ახალი მონაცემები საქსტატი
საქართველო უძრავი ქონება ფასები ზრდა ახალი მონაცემები საქსტატი
საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები კვლავ იზრდება: ახალი მონაცემები
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეორე კვარტალში 4,5%-ით გაიზარდა, ამასთან ამავე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ფასები 0,7%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში. 2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი პირველ კვარტალში 13,9%-ით გაიზარდა.
ლარის მიმდინარე გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ არის 2,79 GEL/$1.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 0,7% შეადგინა, ხოლო 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 8,2%-ით გაიზარდა.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასები მეორე კვარტალში 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2,4%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით - 3,5%-ით.
„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.216 ლარს, თეთრი კარკასი – 2.505 ლარს, მწვანე კარკასი – 2.920 ლარს.
შედარებისთვის: 2021 წლის მეორე კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.280 ლარი, თეთრი – 2.664, მწვანე – 3.077 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.