„სამშობლოს ყოველთვის თან ვატარებ და მისი სითბოთი ვსულდგმულობ“ - ემიგრანტი მხატვარი

© courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძე
ცირა ახობაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
„სამყარო თავისუფალია მათთვის, ვინც შინაგანად თავისუფალია და არ აქვს მნიშვნელობა, ამერიკაში ცხოვრობ თუ საქართველოში“ – ეს ამერიკაში მცხოვრები მხატვარი და დიზაინერი ცირა ახობაძეა.
2001 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია და მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ კერძო კოლექციაშია. დღეს ამერიკაშია და ერთდროულად ბევრი მიმართულებით მუშაობს: ქმნის ტანისამოსის ორიგინალურ მოდელებს, ამზადებს ულამაზეს სამკაულებს, გატაცებულია მხატვრული ფოტოგრაფიით და ინტერიერის დიზაინით.
© ცირა ახობაძის პირადი არქივიცირა ახობაძე გამოფენაზე
ცირა ახობაძე გამოფენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
ცირა ახობაძე გამოფენაზე
- ქალბატონო ცირა, სანამ ამერიკაში ჩახვიდოდით, რა გზა გაიარეთ?
- ახალგაზრდული წლები, სტუდენტობა, შემდგომ სასიამოვნო და საინტერესო სამსახური, გულითადი მეგობრები და კოლეგები, საერთო პრობლემებით გამოწვეული სოლიდარობა ადამიანებს შორის – ეს ყველაფერი არის ის, რისი მოგონებაც დღესაც სითბოთი მივსებს გულს და რაც ჩემს პალიტრაზე ნათელი ფერების სიმრავლით მჟღავნდება. თუმცა, მერე, 90-იანი წლების პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ქვეყნის მოსახლეობის სიდუხჭირემ მრავალ ადამიანს გაუჩინა უპერსპექტივობის განცდა. მიუხედავად სირთულეებისა, ის პერიოდი მაინც საუკეთესო წლებად მიმაჩნია. მონატრება გავიწყებს ძველ პრობლემებს და მხოლოდ კარგი გახსოვს...
© photo: courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძის შემოქმედება
ცირა ახობაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
ცირა ახობაძის შემოქმედება
- მაშინდელ ნაცრისფერ თბილისში როგორ ჩნდებოდა ფერები მოლბერტზე?
- უშუქობითა და უიმედობით მოცულ ქალაქშიც კი იბადებიან ბავშვები, გაზაფხულზე ყვავის იასამანი, ვიღაცას ვიღაც უყვარს, ჩიტები საამურად ჭიკჭიკებენ... მთავარია, გინდოდეს ამ ყველაფრის დანახვა. ეს კი ყველაზე მეტად იმ დროის მხატვრობაზე, ლიტერატურაზე, კინოხელოვნებაზე, მუსიკაზე აისახა. ცხადია, ამან ჩემი ნამუშევრების თემატიკაზეც იქონია გავლენა. საბოლოო ჯამში კი სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილებაც მიმაღებინა.
© photo: courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძის შემოქმედება
ცირა ახობაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
ცირა ახობაძის შემოქმედება
- როგორი იყო ემიგრაციის პირველი პერიოდი?
- განსაკუთრებით რთული გზა გამოიარა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წამოსულმა ემიგრანტთა ტალღამ. ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიხდა – განათლების, ურთიერთობების, კარიერის და ა.შ. ბევრმა ვერ გაუძლო ამ გამოწვევებს. ვერ ვიტყვი, რომ თავისუფალი სამყარო ძალიან ლმობიერი იყო მათ მიმართ. 2003 წელს ქართველი მხატვრის ნახატები ამერიკის გალერეა Warel-Nase-ში და Jersey Sity-ში გამოიფინა.
© ცირა ახობაძის პირადი არქივიცირა ახობაძის ნამუშევარი
ცირა ახობაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
ცირა ახობაძის ნამუშევარი
- დღეს რის თქმა შეგიძლიათ, როგორია ამერიკაში ცხოვრება?
- ამერიკის თავისუფალი სამყარო თბილი და ალერსიანია ბედის ნებიერების მიმართ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მკაცრია, როდესაც ცდილობ საკუთარი შრომითა და ოფლით გაიკვლიო გზა. ამ გზაზე უამრავი დაბრკოლება გხვდება და მხოლოდ ძალიან მტკიცე ნებისყოფის დახმარებით ახერხებ წონასწორობის შენარჩუნებას. ძალიან ბევრი ამერიკელი თუ ემიგრანტი მეგობარი მყავს. ვამაყობ მათთან ურთიერთობით და ყოველთვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. უცხოეთში აღმოვაჩინე, რომ თურმე ძალიან ჯიუტი ვარ და შემიძლია ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ის უმთავრესი თვისება, რომელიც სრულიად უცხო გარემოში დამეხმარა, ფეხზე დავმდგარიყავი.
© ცირა ახობაძის პირადი არქივიცირა ახობაძის ნამუშევარი
ცირა ახობაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
ცირა ახობაძის ნამუშევარი
- თქვენს ნამუშევრებში ემოციების მთელი პალიტრაა...
- ეს ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრებაც არ არის ერთფეროვანი. გრძნობები, მოვლენები, ხასიათები, ადამიანების ტიპაჟები ისეა ერთმანეთში გადახლართული, რომ მათი განცალკევება არაბუნებრივი და ხელოვნური იქნებოდა. მე კი ხელოვნური არაფერი მიყვარს. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რაზე ვფიქრობდი ამა თუ იმ ნახატის შექმნისას, არამედ ის, რაზე ფიქრობს მნახველი, როცა მას უყურებს, რა გრძნობებს იწვევს ის მასში.
© photo: courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძის შემოქმედება
ცირა ახობაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
ცირა ახობაძის შემოქმედება
- ხელოვანის შემოქმედება როდისაა უფრო ღირებული?
- ვფიქრობ, მხატვრის შემოქმედების ღირებულება მნიშვნელოვანწილად იმაშია, რომ მნახველს ფიქრისკენ უბიძგოს, საშუალება მისცეს გონებაში საკუთარი ფერების, ანუ გრძნობების პერანგი ჩააცვას მხატვრის მიერ შეთავაზებულ ფორმებს. ყოველი ადამიანი ხომ ინდივიდია და ნანახს სხვადასხვაგვარად აღიქვამს.
- ძილის წინ რაზე ფიქრობს ხოლმე ემიგრანტი ხელოვანი?
- უამრავ რამეზე ვფიქრობ ძილის წინ: საქართველოში დარჩენილ ძვირფას ადამიანებზე, საკუთარ ადგილზე სამშობლოში და ამერიკაშიც. კარგია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შემიძლია შეუზღუდავად ვეკონტაქტო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. სამშობლოს კი ყოველთვის თან ვატარებ და მისი სითბოთი ვსულდგმულობ...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0