https://sputnik-georgia.com/20220728/seravatebi-devnilebistvis-programa-danerge-momavali-268958724.html
რა შეღავათებს ჰპირდება დევნილებს სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“
რა შეღავათებს ჰპირდება დევნილებს სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“
Sputnik საქართველო
სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო – 10%-ს, ბენეფიციარი – 10%-ს. 28.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-28T13:33+0400
2022-07-28T13:33+0400
2022-07-28T17:11+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249207782_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f3f1e5b7aae019f5ef1a2287148dfe4e.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შორის გაფორმებული დოკუმენტი ითვალისწინებს.მემორანდუმი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიზნით გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს თავმჯდომარემ ვასილ ბაბუნაშვილმა მოაწერეს.აფხაზეთის ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების თანადაფინანსების შემთხვევაში კი სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო – 10%-ს, ბენეფიციარი – 10%-ს.აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროგრამაში დამატებითი შეღავათის მისაღებად თანადაფინანსების მოთხოვნით უნდა მიმართონ ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს.საქართველოს მთავრობა ხეხილის ბაღების გაშენებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსებს>>დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია.სამთავრობო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში ბაღების გაშენებას უწყობს ხელს, 2015 წლის მარტიდან მოქმედებს. აღნიშნული პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია, სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249207782_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_382bc0fb7bdf6c71dbf630341210b8c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს ეკონომიკა
რა შეღავათებს ჰპირდება დევნილებს სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“
13:33 28.07.2022 (განახლებულია: 17:11 28.07.2022) სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო – 10%-ს, ბენეფიციარი – 10%-ს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შორის გაფორმებული დოკუმენტი ითვალისწინებს.
მემორანდუმი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიზნით გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს თავმჯდომარემ ვასილ ბაბუნაშვილმა მოაწერეს.
„მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში ბენეფიციარის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის მიერ წარდგენილი პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს ფარავს სოფლის განვითარების სააგენტო, 20%-ს – ეკონომიკური პროგრამების სააგენტო ,10%-ს – ბენეფიციარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აფხაზეთის ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების თანადაფინანსების შემთხვევაში კი სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო – 10%-ს, ბენეფიციარი – 10%-ს.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროგრამაში დამატებითი შეღავათის მისაღებად თანადაფინანსების მოთხოვნით უნდა მიმართონ ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს.
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია.
სამთავრობო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში ბაღების გაშენებას უწყობს ხელს, 2015 წლის მარტიდან მოქმედებს. აღნიშნული პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია, სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.