ქობულეთში მიუსაფარი ბავშვებისთვის დღის ცენტრი აშენდება

© photo: Sputnik / V. Koletaev / გადასვლა მედიაბანკშიქობულეთი
ქობულეთი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
ფონდ „იალქანს”, ბათუმში ფართის შემდეგ, მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობისთვის ქობულეთშიც გადაეცა მიწის ნაკვეთი.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. აჭარის მთავრობამ საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრის ასაშენებლად ქობულეთში 1.500 კვ.მ მიწის ფართობი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალი ცენტრი 30 ბავშვზე იქნება გათვლილი და ის 24 საათის განმავლობაში მოემსახურება შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.

„ჩვენ ორი წლის წინ ფონდ „იალქანს“ გადავეცით ფართი, რომლის საფუძველზეც მოეწყო დღის ცენტრი, რომლითაც 80-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფონდს დამატებით ქობულეთშიც გამოვუყოთ მიწის ნაკვეთი, სადაც მოეწყობა ახალი 24-საათიანი ცენტრი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

საქველმოქმედო ფონდი „იალქანი“ 2016 წელს დაარსდა. ფონდის მიზანი ბათუმში უმწეოდ და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვებისთვის თავშესაფრის გახსნა და მათთვის დახმარების აღმოჩენა იყო. ფონდს სულ დაახლოებით 1.500 ბენეფიციარი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0