„ქართული ოცნება“ კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

© courtesy of Guram Macharashviliპარლამენტის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი
პარლამენტის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
ბოლო პერიოდში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის დეპუტატებმა და რაიონული საკრებულოების წევრებმა – სულ ათმა ადამიანმა დატოვა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დატოვა და პარტიიდან წასულ სამ დეპუტატს – სუბარს, ხუნდაძესა და ყაველაშვილს შეუერთდა.
როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, ის დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით განაგრძობს პარლამენტში საქმიანობას. მისი განმარტებით, გუნდს ტოვებს იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მსგავსად სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის გუნდისა.

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. გუნდის წევრებს რომ უხერხულობა არ შეექმნათ, საჭიროდ მივიჩნიე, დავტოვო ფრაქცია და კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას", – განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას „ქართულ ოცნებასთან" არ აქვს რაიმე პოლიტიკური შეუთავსებლობა.
გურამ მაჭარაშვილი, თავისი კოლეგების მსგავსად, ტოვებს თანამდებობასაც – პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს.
მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ მმართველი პარტია ივნისის ბოლოს დატოვეს. მათ წასვლის მთავარ მიზეზად მიმდინარე მოვლენებზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტიდან წასული სამი დეპუტატი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს.
„ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ ხუნდაძემ, ყაველაშვილმა და სუბარმა არაერთი განცხადება გამოაქვეყნეს იმის თაობაზე, რომ არიან „დიდი ძალები“, რომლებსაც საქართველოში რევოლუცია სურთ – ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა იმ ადამიანებით, რომლებმაც 2004–2012 წლებში ბევრი დანაშაული ჩაიდინეს. ეს ძალები ასევე ცდილობენ საქართველო ომში ჩართონ.
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
დეპუტატები, რომლებმაც „ოცნება“ დატოვეს, საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავენ
მმართველი პარტიიდან „სამეულის" წასვლის შემდეგ მათ მაგალითს სხვადასხვა რეგიონული საკრებულოს ზოგიერთმა დეპუტატმა მიბაძა.
„ქართული ოცნება" დატოვეს: ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ. თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ომარ ჯიხვაშვილმა, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საბა კბილაშვილმა.
„ოცნებიდან" წავიდნენ აგრეთვე ასპინძისა და ადიგენის საკრებულოების ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეები გია ჭელიშვილი და იმედა მღებრიშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0