დეპუტატები, რომლებმაც „ოცნება“ დატოვეს, საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავენ

© photo: Sputnikმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
ბოლო პერიოდში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის დეპუტატებმა და რაიონული საკრებულოების წევრებმა (სულ ცხრა ადამიანმა) დატოვეს.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის სამი დეპუტატი, რომლებმაც ივნისის ბოლოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეარხ PosTV-ს ეთერში განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ წასვლის მთავარ მიზეზად მიმდინარე მოვლენებზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს.

„იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შევქმნათ, რათა ამით მაინც დავანახოთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მომხრეა ამ პოზიციის – ომის არდაშვება და ღირსეული პარტნიორობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ის და ევროკავშირის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ხალხმა დაინახა, რომ ისაა ქვეყნის პატრონი და მას არავის დაუთმობს.
„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით და ამ სიტუაციაში მათაც სჭირდებათ ღირსეული პარტნიორი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ, ვინც „ქართული ოცნება“ დატოვა საკუთარი აზრების თავისუფლად გამოთქმის მიზნით, იმოქმედოთ კოორდინირებულად, განაცხადა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული კონტაქტი საკრებულოების იმ წევრებთან, რომლებმაც პარტია დატოვეს, გაიმეორეს იგივე ნაბიჯი... მაგრამ არ გვაქვს ერთიანი შეთანხმებული გეგმა, მოძრაობა, ყველა თავის ცალკეულ განცხადებას აკეთებს... ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა რეგიონებიდან შეხვდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები“, – აღნიშნა სუბარმა.
„ფარდა ახადა“ - ხელისუფლების წარმომადგენლები ივანიშვილის წერილზე>>
ამასთან ერთად მან განაცხადა, რომ პარტიის შექმნა არ იგეგმება.
„ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ ხუნდაძემ, ყაველაშვილმა და სუბარმა არაერთი განცხადება გამოაქვეყნეს იმის თაობაზე, რომ არიან „დიდი ძალები“, რომლებსაც საქართველოში რევოლუცია სურთ – ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა იმ ადამიანებით, რომლებმაც 2004–2012 წლებში ბევრი დანაშაული ჩაიდინეს. ეს ძალები ასევე ცდილობენ საქართველო ომში ჩართონ.
მმართველი პარტიიდან „სამეულის" წასვლის შემდეგ მათ მაგალითს სხვადასხვა რეგიონული საკრებულოს ზოგიერთმა დეპუტატმა მიბაძა.
სიმართლის თქმა „იტვირთეს": საკრებულოებში თანამდებობებს მმართველი პარტიის წევრები ტოვებენ>>
„ქართული ოცნება" დატოვეს: ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ. თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ომარ ჯიხვაშვილმა, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საბა კბილაშვილმა.
„ოცნებიდან" წავიდნენ აგრეთვე ასპინძისა და ადიგენის საკრებულოების ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეები გია ჭელიშვილი და იმედა მღებრიშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0