მოსმენების სკანდალური საქმე: დაზარალებულად კიდევ ორი ჟურნალისტი ცნეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაომბუდსმენმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტების, სასულიერო პირების და დიპლომატების მოსმენების საქმეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან 11 თვის შემდეგ ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტები ქეთი ნადიბაიძე და მართა ქურასბედიანი დაზარალებულად ცნო.
სკანდალი 2021 წელს აგორდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ქართველი სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერები. აღმოჩნდა, რომ არსებობს ათობით ათასი ჩანაწერი, რომლებიც გაკეთდა 100-ზე მეტი მღვდელმსახურის, ასევე დიპლომატების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლების ფარული თვალთვალისას.

„მთავარი კითხვა, რომელიც გამომძიებელს დავუსვი, იყო ის, თუ ვინ გამოიკითხა საქმის ძიების ფარგლებში, გამოკითხეს თუ არა ჩინოვნიკები, სუსის მაღალჩინოსნები და ადამიანები, რომლებიც იწერდნენ და შიფრავდნენ ამ ჩანაწერებს“, – განაცხადა მართა ქურასბედიანმა.

მისი თქმით, სუსის მიერ გავრცელებულ ფაილებში ფიგურირებს იმ ადამიანების სახელები, რომლებიც თვალთვალს ახორციელებდნენ.
„ფორმულის“ ჟურნალისტებს იმედი აქვთ, რომ გამოძიება ობიექტური იქნება და დაზარალებულის სტატუსს ფორმალური ხასიათი არ ექნება.
ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაომბუდსმენმა მოსმენებთან დაკავშირებით და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე გამოძიების მხრიდან უარის თქმის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. საქართველოში დაზარალებულის სტატუსი იძლევა გამოძიების მასალებზე და იმ ინფორმაციაზე წვდომას, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება.
არასამთავრობო ორგანიზაციები სარჩელში აღნიშნავენ, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები.
ფარული მოსმენების სკანდალური საქმე: ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა>>>
გარდა ამისა, არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ სასამართლომ სახელმწიფოს დააკისროს მათთვის გამოძიების მასალების წარდგენის ვალდებულება.
საქართველოს პროკურატურამ ფარული მოსმენების გამოძიების საქმეზე დახმარებისთვის დასავლეთის ქვეყნებს უკვე მიმართა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელთან ახსნაც მოუწია, რადგან მასალებს შორის იყო გაშიფრული საუბარი 2020 წლის მარტში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი განიხილავდნენ ეკლესიაში არსებულ ვითარებას და პანდემიის დროს მასობრივი რიტუალების ჩატარებას.
თავის მხრივ, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა თავიანთი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. მათი მონაცემებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პრესას მიაწოდა სუსის ყოფილმა მოხელემ აკაკი ნემსაძემ, რომელმაც გასული წლის ივლისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ტელეკომპანიაში მიაჩნიათ, რომ ნემსაძემ სიკვდილის წინ გადაწყვიტა დანაშაულებრივი სისტემის მხილება და ფაილები ოპოზიციურ ტელეარხებს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა.
საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ პასუხი გაეცემა კითხვას, იყო თუ არა გავრცელებული ჩანაწერები მოპოვებული კანონის ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0