დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ივლისი

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 28 ივლისია, ხუთშაბათი. ახალმთვარეობა ლომის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა იუპიტერიმფარველობს.
დღე ორი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნება. ესაა ახალმთვარეობა და იუპიტერის რეტროსვლის დაწყება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივლისი>>
ესაა დღე, როდესაც შესაძლებელია ძველ საქმეებთან დაბრუნება, ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება. ახალმთვარეობა მოიტანს ახალ ენერგიას.
იუპიტერი რეტროგრადული 28 ივლისიდან 23 ნოემბრამდე იქნება.
გაჩნდება ახალი იდეები, მაგრამ მათი განხორციელებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება სამუშაოსთან დაკავშირებით, არ გადაიღალოთ. ეცადეთ, დაისვენოთ და ენერგიის მარაგი შეივსოთ.
ვერძი: ჩვეულებრივზე მეტი საქმე გექნებათ და ეს გაგახარებთ კიდეც, რადგან დაგეხმარებათ უსიამოვნო ფიქრების ჩამოშორებაში. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებს, გამონახეთ მათთან საერთო ენა. არაა გამორიცხული ახალი გეგმები, რომელშიც დასვენება ოჯახთან ერთად ან რომანტიკული მოგზაურობა მოიაზრება.
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2020
როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე
კურო: დღე მსუბუქად დაიწყება. ამ დროს კარგი იქნება, თუ რთულ საქმეებს გააკეთებთ. დღის მეორე ნახევარში სირთულეებია მოსალოდნელი, რომელიც ძალისხმევასა და მეტ დროს მოითხოვს. შეგიძლიათ დახმარება ახლობელ ადამიანებს სთხოვოთ, საღამოს სასიამოვნო შეხვედრბეი გელოდებათ.
ტყუპი: არ იჩქაროთ. დილით მოსალოდნელია დაყოვნებები საქმეებში, რაღაც გაუგებრობები. სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ და დადგება საქმიანი მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი დრო. საღამო ახლობლებთან გაატარეთ, შეგიძლიათ მათთან ერთად განიხილოთ ყველასთვის მნიშვნელოვანი თემები.
კირჩხიბი: მშფოთვარე და ამასთან ერთად საინტერესო დღე გელოდებათ. მოგიწევთ სხვადასხვა საქმის გაკეთება, ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა. საქმიან სფეროში შესაძლოა, ახალი პერსპექტივები გაჩნდეს. საღამოს გაგახარებთ მეგობრებთან და ახლობლებთან შეხვედრა – დროს საინტერესოდ გაატარებთ.
მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2019
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე
ლომი: დღევანდელი მოვლენები გაგახარებთ. შესაძლებელია წინადადება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძველი ნაცნობებისგან შეიძლება მიიღოთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. არაა გამორიცხული თანხის მიღება, რომელიც ზოგიერთი თქვენგანისთვის სრულიად მოულოდნელი იქნება.
ქალწული: ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებსაც თქვენთვის პროფესიული მომსახურების გაწევა შეუძლიათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ეს შეიძლება თქვენს განწყობასა და ზოგად მდგომარეობაზე ცუდად აისახოს.
სასწორი: იღბლიანი დღეა. შეგიძლიათ ძველ გეგმებს მიჰყვეთ. მოვლენები, რომლებიც ჩანაფიქრის განხორციელებაში შეგიშლით ხელს, მოსალოდნელი არ არის. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. საერთო ენის ამონახვას სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან შეძლებთ.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
მორიელი: დროს უქმად ნუ დაკარგავთ, ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი.მნიშვნელოვან საქმეებდ დილიდან შეუდექით. ემოციური ფონი შესაძლოა, დაძაბული იყოს. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა, დასამახსოვრებელი შეხვედრები. საღამოს კარგი სიახლეები გელოდებათ თქვენ შესახებ ან თქვენს ახლობლებზე.
მშვილდოსანი: აღმოჩენებისა და სიახლეების დღეა. მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ, რომ სულ სხვაგვარად შეხედოთ იმას, რაც აქამდე აბსოლუტურად ცხადი მოჩანდა. პირადი ურთიერთობების მხრივ არცთუ მარტივი დღეა. მოსალოდნელია უთანხმოებები და კამათი ახლობლებთან.
თხის რქა: განსაკუთრებული გამარჯვებები არ გელოდებათ, მაგრამ შეძლებთ ადრე დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებას, რაღაც საკითხების გადაჭრას. სახლში ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი გექნებათ. არაა გამორიცხული ყოფითი პრობლემები, რომლებიც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი
მერწყული: მნიშვნელოვანი საკითხები დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ. დღეს საერთო მოქმედებებზე შეთანხმება გამოცდილ თანამოაზრეებთანაც კი გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია უთანხმოებები და კამათი წვრილმანებზე. შესაძლოა, ურთიერთობები დაიძაბოს. სჯობს, სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ.
თევზები: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის, საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. არაა გამორიცხული, რომ ახალი მეგობრები შეიძინოთ. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ მათ ადვილად გაუმკლავდებით. საღამოს სასიამოვნო ნაცნობობაა მოსალოდნელი. კარგად ჩაივლის რომანტიკული პაემანი.
ყველა ახალი ამბავი
0