Wizz Air ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად დროებით თბილისიდან იფრენს

© photo: Sputnik / Stringerავიაკომპანია WizzAir-ის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში
ავიაკომპანია WizzAir-ის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ყველა რეისი, რომელიც ახლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება, ოქტომბერში ორი კვირის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ორი კვირით დაკეტვასთან დაკავშირებით Wizz Air-ის რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება, განაცხადა კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა თეა ზაქარაძემ „TV პირველის“ ეთერში.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ბილიკის რემონტთან დაკავშირებით 10–24 ოქტომბრის პერიოდში დაიკეტება. აეროპორტის 2,5 კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკის გეგმური რემონტი ოქტომბერშია გაწერილი. გაერთიანებამ ტენდერი 8 მლნ ლარზე უკვე გამოაცხადა. რემონტი მთლიანად კომპანიის შემოსავლების ხარჯზე გაკეთდება.
ზაქარაძემ აღნიშნა, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia მზადაა მიიღოს ნებისმიერი კომპანიის რეისები, რომელთაც სურთ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებით ფრენა. რაც შეეხება WizzAir-სა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, მან განაცხადა, რომ კომპანიამ სახელმწიფოსგან ოქტომბერში რეისების დროებით გადმოტანის თხოვნა მიიღო.
ქუთაისის აეროპორტი რემონტის გამო ორი კვირით დაიკეტება>>
„ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება“, – განაცხადა ზაქარაძემ.
ამჟამად Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან 11 ქვეყანაში 19 მიმართულებით ასრულებს რეგულარულ პირდაპირ რეისებს.
ყველა ახალი ამბავი
0