სალიზინგო კომპანია „გადააგდეს“: შსს-მ 12 პირი დააკავა

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ოთხიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და მითვისების ფაქტებზე თბილისსა და რეგიონებში 12 პირი დააკავეს, კიდევ ექვს პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების სპეცოპერაცია თბილისში, აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 25-დან 50 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ერთმანეთზე გააფორმეს ლიზინგის ხელშეკრულებები, შეცდომაში შეიყვანეს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები, შემდეგ კი არცერთხელ არ გადაუხდიათ თანხა და არც ავტომობილები დაუბრუნებიათ სალიზინგო კომპანიისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 20-მდე ავტომანქანას, სალიზინგო კომპანიას კი 200 ათას ლარამდე მატერიალური ზიანი მიაყენეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე და 182-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას და მითვისებას, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0